“ელ კლასიკოს” გადადების გამო “ბარსელონამ” დაუგეგმავი მცირე შვებულება მიიღო, ფეხბურთელებმა კი ამით ისარგებლეს და რამდენიმე დღით საზღვარგარეთ დაისვენეს.
ფრანგი შემტევი, ანტუან გრიზმანი, აშშ-ში გაემგზავრა – ის ნიუ იორკში “ბრუკლინ ნეთსის” და “ნიუ იორკ ნიქსის” NBA-ს შეხვედრას (113-109) დაესწრო.
გრიზმანი კატალონიაში მალე დაბრუნდება და გუნდთან ერთად მორიგ შეხვედრას “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი, თბილისის დროით, 30 ოქტომბრის 00:15 საათზე დაიწყება.



მიჩვეულია ეგ ფრენას და მოედანზეც იფრენს ^^
ეუ ეხლა ამას აკლიმატიზაცია ექნება თუ დაიწყო ვალიადოლიდთან ყირაობა მერე ვართ ცოდო
ძაან გვიანაა

ხო სწორია, ოქტომბრის ბოლო შაბათის ღამის 3 საათზე(ანუ ამაღამ) ევროპა ერთი საათით უკან გადაწევს საათს. ეს კი როგორც ჰალაზე წერს ხოლმე ადმინი "იმას ნიშნავს" რო თამაშები ერთი საათით გვიან დაიწყება.დაგვერხაააა