“ბარსა ბ”-“ლაგოსტერას” შეხვედრაში რიკი პუჩი დაზიანდა და მოედნიდან მისი საკაცით გაყვანა გახდა საჭირო. 20 წლის ფეხბურთელს მეტოქე ძალიან უხეშად ეთამაშა, მაგრამ, როგორც ჩანს, პუჩს გაუმართლა – მან დღეს ვარჯიშის განახლება შეძლო. სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ მას მარჯვენა ფეხზე სისხლჩაქცევების გარდა არაფერი აწუხებდა, რაც საგანგაშო არ არის.
“ბარსას” სარეზერვო გუნდი, რომელიც მე-3 დივიზიონში მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს 27 ოქტომბერს ჩაატარებს. სავარაუდოდ, რიკი ამ თამაშში მონაწილეობას მიიღებს.



NO არა
უუჰ ამოვისუნთქე ძალიან კარგი რო არაფერი სჭირს
ძალიანაც კარგი