ახლახანს ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ლაზარეთი სრულად დაიცალა – კატალონიურ გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები აღარ ჰყავს.
“ბლაუგრანას” ოფიციალურ ტვიტერზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, სამუელ უმტიტიმ და ჟუნიორ ფირპომ ტრავმები სრულად მოირჩინეს და მათ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღეს.
“ეიბართან” ხვალ გასამართი მატჩი მიმდინარე სეზონში პირველი იქნება, რომელშიც ერნესტო ვალვერდეს, ტრავმის გამო, არავინ დააკლდება. თუმცა, დისკვალიფიცირებულები არიან ჟერარ პიკე (1 თამაში) და უსმან დემბელე (2 თამაში).
უმტიტი არანაირად არ უნდა დააყენოს სასტავში ჯერ იმიტო რო ამდენი ხნის უთამაშებელია მერე მეორეც ეგ და ლენგლე ერთად საშინელებაა ან ერთი უნდა იყოს ხოლმე ან მეორე
ძალიან კარგი იმედია აღარავინ დაგვემტვრევა
დემბელე გვყვავს, არ არის პრობლემა :დ