ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
4 მიზეზი, თუ რატომ ექნება “ბარსელონას” უპირატესობა გადადებულ “კლასიკოში”

4 მიზეზი, თუ რატომ ექნება “ბარსელონას” უპირატესობა გადადებულ “კლასიკოში”

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-10 ტურის “ელ კლასიკოს” გადადება გადაწყვიტა. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ეს “ბარსელონას” გეგმებში არ შედიოდა. მიუხედავად ამისა, სპორტული პორტალი Tribuna გვთავაზობს მიზეზებს, რომელთა გამოც მოგვიანებით ჩატარებულ მატჩში “ბარსას” “რეალთან” უპირატესობა ექნება. 

1. უკეთესი კალენდარი

დიდი ალბათობით, დეკემბერში, “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქმე უკვე მოგვარებული ექნება, “რეალისთვის” კი ეს უფრო რთული იქნება, ასე რომ, კატალონიელებს ნაკლები დატვირთვის მიღება მოუწევთ. 

2. ტრავმები და დისკვალიფიკაციები

როგორც მოსალოდნელია, “ბარსას” ცენტრალური მცველები “ელ კლასიკოსთვის” ბოლომდე გამოჯანმრთელებული იქნებიან, უსმან დემბელეს კი შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეეძლება. ფრანგმა ლა ლიგის წინა თამაშში წითელი ბარათი მიიღო და შეხვედრის ოქტომბერში ჩატარების შემთხვევაში, მასში მონაწილეობის მიღების უფლება არ ექნებოდა. 

3. ვალვერდეს ფაქტორი

გუნდის არც ისე კარგ სტარტში ერნესტო ვალვერდეს საკმაოდ დიდი ბრალი მიუძღვის და თუ მან არადამაკმაყოფილებელი შედეგების ჩვენება გააგრძელა, Tribuna-ში ფიქრობენ, რომ არის შანსი, ის თანამდებობიდან გაათავისუფლონ. თუ ეს მოხდება, გუნდს ახალი და უკეთესი მწვრთნელი ეყოლება, ხოლო თუ არა, უიმედო სიტუაცია არც მაშინ იქნება – ვალვერდეს, ბოლო პერიოდში, მადრიდული გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. 

4. მესის საუკეთესო ფორმა

ზაფხულში მიღებული ტრავმის გამო, რომელიც შემდეგ გართულდა, ლეო მესიმ სეზონის სტარტზე ფორმაში შესვლა ვერ მოახერხა. დეკემბრისთვის კი არგენტინელმა თავის საუკეთესო ფორმას, წესით, უნდა მიაღწიოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • ALWAYS_BARCA
    schedule 19 ოქტ 2019, 18:50

    ახლა მადრიდისტები დაიწყებენ მოდრიჩი ბეილი და კროოსი არიყვნენ და რეალმა იმიტო წააგოო…და ვითომ ბარსა ისე არუგებდა რეალს )))😂…

  • Don_Andresito
    schedule 19 ოქტ 2019, 00:10

    ციტატა: M10 S9 D11
    აუჰ ისე იძახი გეგონება მოდრიჩი ბეილი და კროოსი რო ყავდა რეალს მაშინ ვერ უგებდა ბარსა 5-1-ებს და 0-3-ებს


    ეგრე თუა მაშინ მოგვიგია და ეგაა. იანგარიშე უკვე წინასწარ სამი ქულა მარა შენც კარგად იცი რო არაა ადვილი ესე ზა პროსტა თქმა მოვიგებთო. რეალია ოსასუნა კი არა. და ოსასუნასთანაც გარანიტერბული არ გაქვვს მოგება ისეთ ფორმაშია ჯერ გუნდი. იქამდე შევა თუ არა ყველა ფორმაში არავინ იცის, კალენდარზეც ვერაფერს იტყვი, ორივე თამაში გალასთან მოიგოს რეალმა და ბარსამ სლავიასთან ჩააგდოს ერთი მაინც და რეალი იქნება გასული და ბარსა ვერა. ასე რომ ზღაპარია ეს მიზეზები და თითიდან გამოწოვილი. ვალვერდეს ფაქტორი ხო საერთოდ დასიზმრებული. იმედია ნათარგმნია და არა ავტოირს ფანტაზია.ფაქტი და რეალობა ისაა რო ზუსტად სამი ძირითადის კაცი უნდა დაკლებოდა რეალს და ბარსას კიდე სრული შემადგენლობით უნდა ეთამაშა. დემბელეს არ ვთვლი. ისედაც დიდს ვერაფერს იზამს რეალთან თუ კიდე არ აილეწა. და ვინ მოიგო ამის გადადებით ვხედავთ. და ვისი ინიციატიცაც იყო კლასიკოს გადადება თორე ჩამოსვლის ეშინიათ და უსაფრთხოების გარანტია არ აქვთ ეგ ზღაპარია. ფაქტია პერესმა კარგად შეაფასა შანსები და გადადო რა. თორე ბარსას გამო არასდროს არავინ არაფერს არ გადადებს. მარაზმი ძალას იკრებს. ჯერ სად ხართ, წელს ლა ლიგის მოგება უწევს რეალს და ყვეალფრის კადრების პონტები წავა. იმედია ვარ ზეც არ მოახდენენ გავლენას

  • Wtf man
    schedule 18 ოქტ 2019, 23:58

    მეოთხე მიზეზია მთავარი დანარჩენი არა

  • M10 S9 D11
    schedule 18 ოქტ 2019, 21:07

    მე-3 მიზეზის რა გითხრათ მარა დანარჩენი სამი მიზეზი სრულიად შესაბამისია

    ციტატა: miriani-duranti
    ai exa aq rac weria sasaciloc agar ari 😂 valverde formashi shevao mesic formashi shevao da dembele itamashebso da centraluri mcvelebi gveyolebao romlebic klasikoshic iqnebodnen 😂 arada reals exa 3 dziritadis igroki aklia da piriqit mattvis uketesi iqneba 😂admin reebs adzrob


    აუჰ ისე იძახი გეგონება მოდრიჩი ბეილი და კროოსი რო ყავდა რეალს მაშინ ვერ უგებდა ბარსა 5-1-ებს და 0-3-ებს

  • davidus2020
    schedule 18 ოქტ 2019, 19:33

    ძალიან სერიოზული მიზეზებია smile smile smile კი მარამ მანადე რომ ვინმემ ტრამვა მიიღოს ამას რა უშველოთ, კიდე გადავდოთ

  • Lebron James 6
    schedule 18 ოქტ 2019, 17:07

    რეალის დამარცხება ბოლო წლებში დიდად არ გვიჭირს , იმედია შემდეგი მატჩიც არ იქნება გამონაკლისი