მოახლოებული “ელ კლასიკოს” გარშემო არსებულ გაურკვევლობას “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
“მატჩი 26 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი პრობლემების გარეშე ჩაივლის, ოპონენტების და თამაშში ჩართული სხვა პირების მოსაზრებების გათვალისწინებით.
არ ვიცი, რას გადაწყვეტს ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც საჭიროდ იქნება ჩათვლილი.
თამაშამდე ცხრა დღე დარჩა და ახლა ამაზე ზედმეტად ბევრს საუბრობენ. 2017 წელს, კატალონიის რეფერენდუმის დროსაც ასეთი სიტუაცია იყო, სადაც, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მატჩში ყველა დრამატულ მოვლენებს ელოდა, მაგრამ ჩვენ კარგი თამაში მივიღეთ, სადაც თავისი შეხედულებების დაფიქსირება ყველამ მოახერხა”. – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.




შანსი არ არსებობს რეალი დათანხმდეს 26ში ბერნაბეუზე ჩატარებას რადგან ბევრი ფეხბურთელი აკლიათ და სავარაუდოთ დამარცხდებიან და ამას საკუთარ კედლებში არ გააკეთებენ. სეზონის მეორე ნახევარი აწყობთ ყველანაირად მაგ დროს ლიგაზეც დაძაბულობაა ხოლმე და რეალი არამგონია შორა წავიდეს ლიგაზე
იმედია იმედია
უნდა ვათრიოთ გლანდებით სამეფო მონები