workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ლეო მესის მე-6 “ოქროს ბუცი” გადაეცა – “ეს ჯილდო მთელი გუნდის დამსახურებაა”

ლეო მესის მე-6 “ოქროს ბუცი” გადაეცა – “ეს ჯილდო მთელი გუნდის დამსახურებაა”

დღეს, პირველ გუნდში დებიუტიდან ზუსტად 15 წლის შემდეგ, “ბარსელონას” არგენტინელ ლიდერს, ლიონელ მესის “ოქროს ბუცი” გადაეცა.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, მესიმ, 34 შეხვედრაში, 36 გოლი გაიტანა და პრესტიჟული ევროპული ჯილდოსთვის ბრძოლაში ყველას აჯობა.

მესიმ ჯილდო მეექვსედ მიიღო, რაც საკუთარი რეკორდის დაუმჯობესებაა.

დაჯილდოების დროს ლეოს თან ოჯახის წევრები ახლდნენ. ცერემონიას ესწრებოდნენ ჟორდი ალბა და ლუის სუარესი, ასევე კლუბის ხელმძღვანელები – ჟოზეპ მარია ბართომეუ, ხავიერ ბორდასი, ხავიერ ვილაჟოანა, სილვიო ელიასი და ოსკარ გრაუ.

ჯილდოს მიღების შემდეგ მესიმ მცირე კომენტარი გააკეთა:

“თანაგუნდელების გარეშე ამდენ გოლს ვერ გავიტანდი. ეს ჯილდო ყველას ეკუთვნის. ის მთელი გუნდის დამსახურებაა.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და ჩვენ მის მოგებას ყოველწლიურად ვცდილობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ლა ლიგაა. თასიც მნიშვნელოვანია. “ბარსელონა” ყოველთვის ყველაფრის მოსაგებად იბრძვის.” – ციტირებს მესის სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.

ლეო მესიმ ევროპის “ოქროს ბუცი” 2010, 2012, 2013, 2017, 2018 და 2019 წლებში მოიგო. ის ერთადერთია, რომელმაც ეს ჯილდო ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, ასევე ერთადერთია, რომელსაც ეს პრიზი 4-ზე მეტჯერ გადაეცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • messi and iniesta
    schedule 17 ოქტ 2019, 09:16
    #7

    გილოცავ მეფე და ვიმედოვნებ რომ ეს ბოლო არ იყო

  • gabe-barca
    schedule 17 ოქტ 2019, 06:14
    #6

    Wels gauchirdeba mogeba levandovski moigebs mgoni bevri gaucda

  • Magician
    schedule 16 ოქტ 2019, 21:55
    #5

    იმდენი აქვს, მაგიდაზე აღარ ეტევა :დ <3 ყველა დროის უდიდესი <3

  • Greengreen
    schedule 16 ოქტ 2019, 20:53
    #4

    უდიდესი!!

  • G.O.A.T
    schedule 16 ოქტ 2019, 18:36
    #3

    უბრალოდ ლეო

  • NS50
    schedule 16 ოქტ 2019, 17:26
    #2

    ადრე მართლა გუნდის დამსახურება იყო, მაგრამ ახლა მარტო შენი დამსახურებაა sweat

  • M10 S9 D11
    schedule 16 ოქტ 2019, 17:21
    #1

    საუკეთესო ხარ ლომო მე-7 ოქროს ბუციც უნდა მოიგო