Onda Cero: ანსუ ფატიმ ესპანეთის ნაკრებში თამაშის ნებართვა მიიღო

Onda Cero: ანსუ ფატიმ ესპანეთის ნაკრებში თამაშის ნებართვა მიიღო

“ბარსელონას” 16 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, ანსუ ფატიმ ესპანეთის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო. ამ ინფორმაციას Onda Cero-ს ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი ავრცელებს.

ფატიმ ესპანეთის მოქალაქეობა რამდენიმე კვირის წინ მიიღო. თავდაპირველად ის მსოფლიოს 17-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ განაცხადში მოხვდა, შემდეგ კი, ახალგაზრდა ფეხბურთელი 21-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებს დაუკავშირეს. თუმცა, მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს, ფატის თავის ნაკრებში გამოჩენის შანსი არ მიეცა, რადგან მას FIFA-სგან ნებართვა არ ჰქონდა.

დღეს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფატის იმედი ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს ექნებათ. თუ Onda Cero-ს დავუჯერებთ, ესპანელებს ზურგს FIFA-სგან მიღებული ნებართვაც გაუმაგებს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 11 ოქტ 2019, 02:04

    კარგია წარმატებები ნაკრებში