მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ანსუ ფატი 17-წლამდელთა მუნდიალზე არ ითამაშებს

ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ანსუ ფატი 17-წლამდელთა მუნდიალზე არ ითამაშებს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” 16 წლის ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ამის მიზეზი ისაა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მისი უფრო მაღალი კატეგორიის გუნდში თამაში სურს.

ანსუ ფატის შესახებ ფედერაციის ახალგაზრდული მიმართულების სპორტული დირექტორი ფრანსისკო ერნანდესი საუბრობს:

“სპორტული მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ანსუ ფატი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაემგზავრება.

როდესაც ანსუს ნაციონალიზაციის საკითხი დღის წესრიგში დადგა, ჩვენი მიზანი იყო, რომ ის ეროვნული გუნდითვის ხელმისაწვდომი ფეხბურთელი ყოფილიყო.

ანალიზის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ფატი კლუბში დარჩებოდა და ნოემბრის სანაკრებო თამაშების დროს მისი უფრო მაღალი კატეგორიის გუნდში გამოძახების საშუალება გვექნებოდა. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, მან 17-წლამდელთა მუნდიალზე არ უნდა ითამაშოს.

ჩვენი მიზანია ანსუ ნაკრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ერთ დღესაც მან მთავარ ნაკრებში ითამაშოს და გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდეს.” – ციტირებს ფრანსისკო ერნანდესის სიტყვებს ESPN.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 11 ოქტ 2019, 01:14

    კარგია თუ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ