“ბარსელონას” ბრაზილიელ ცენტრალურ ნახევამრცველს, არტურს წინ რთული დღეები ელის. ეროვნულ გუნდთან ერთად მას 22 ათასი კილომეტრის დაფარვა და რთულ პირობებში თამაში მოუწევს.
ბრაზილიის ნაკრები, 10 და 13 ოქტომბერს, სინგაპურში, სენეგალსა და ნიგერიას დაუპირისპირდება. იმისათვის, რომ არტურმა ამ მატჩებში მონაწილეობა მიიღოს და ბარსელონაში დაბრუნდეს, მან 22 ათასი კილომეტრი უნდა დაფაროს.
სახარბიელო არც მოსალოდნელი ამინდია – 30 გრადუსი ჰაერის ტემპერატურა და 80% ტენიანობა. ამას ემატება ისიც, რომ არტურს, ორივე მატჩში, ფიზიკურად ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირება მოუწევს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 23 წლის ფეხბურთელი კატალონიაში ძალიან დაღლილი დაბრუნდება და არაა გამორიცხული, ერნესტო ვალვერდემ ის “ეიბართან” 19 ოქტომბერს გასამართი მატჩისთვის დაასვენოს.
ოი ბლიად ჯობია დაასვენონ ეიბართან
სად ხართ აბა ვინც ამბობდით გვერდით პასა არტური არ გვინდაო 😉
უეჭველი უნდა დაისვენოს მაგანაც ა ვიდალმაც დასვენებული არტური გვჭირდება კლასიკოში კიდევ ერთხელ უნდა გააქროს რეალის ცენტრი როგორც წინა სეზონში გააქრო ისე
არტური ბარსას მარგალიტი ❣
არაა პრობლემა დაასვენებენ სათანადოდ
და ელ კლასიკოში ასისტებს დახატავს
ამის გასაზიზღრებულ რეალის ნახევარდაცვას ველი მოუთმენალდ <3