“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა 2008 წელს იხსენებს და ყვება, თუ რატომ აირჩია 11 წლის წინ გუნდის მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა.
2008 წელს, “ბარსელონასთვის” რთული დრო იდგა. კატალონიელებს ბოლო 2 სეზონი ჩაგდებული ჰქონდათ, რის გამოც ლაპორტამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი დაითხოვა. იმ დროს, დღის წესრიგში თავად ლაპორტას გადაყენების საკითხიც იდგა, მაგრამ კატალონიელმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა და ფსონს 37 წლის, მხოლოდ ერთწლიანი სამწვრთნელო გამოცდილების მქონე გვარდიოლაზე ჩამოვიდა. შედეგად, “ბარსამ” პირველივე წელს ყველაფერი მოიგო, სულ კი, გვარდიოლას მწვრთნელობის 4-წლიან მონაკვეთში, კატალონიელებმა 14 ტიტული მოიგეს.
“რატომ ავირჩიე გვარდიოლა? იმიტომ, რომ მას “ბარსელონა” უყვარს. გარდა ამისა, ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც კლუბის სიტემის სჯერა და რომელსაც გვარდიოლას მწვრთნელობის დროს უთამაშია. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება ყველაზე მეტად “ბარსელონასადმი” და მისი ღირებულებებისადმი პეპის სიყვარულმა განაპირობა.
იმ დროისთვის, გვარდიოლა, მე-3 დივიზიონში, “ბარსა ბ”-ს წვრთნიდა. ჩვენ ის მოურინიოს ვამჯობინეთ. ჩვენ პეპს ვიცნობდით და მისგან კარგ შედეგებს ველოდით. რეალობაში კი შედეგები მოსალოდნელზე კარგი აღმოჩნდა, რადგან ყველაფერი მოვიგეთ.” – განაცხადა ლაპორტამ Barcabuzz-თან ინტერვიუს დროს.
ეხლა მოგვცა გვარდი ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს
უფრო მეტიც, გვარდიოლა არის საუკეთესო. ეპოქა შექმნა, რომლის მსგავსი არ იქნება. იმ პერიოდში "ბარსელონა" დომინანტი იყო და ეს პეპის დამსახურებაა <3
საუკეთესო მწვრთნელი ფერგიუსონის შემდეგ, თუმცა ფერგსაც არაფრით ჩამოუვარდება 2 ფინალი მოუგო🥰❤