ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: ანსუ ფატი “ვესტ ჰემში” გადასვლასთან ახლოს იყო

MD: ანსუ ფატი “ვესტ ჰემში” გადასვლასთან ახლოს იყო

Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით HITC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი, ანსუ ფატი, ჯერ კიდევ პირველ გუნდში დებიუტამდე ინგლისური “ვესტ ჰემ იუნაიტედის” სამიზნე იყო. 

ლონდონელებმა ფატის ოჯახთან მოლაპარაკებები გამართეს, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ანსუმ და მისმა ოჯახმა კარიერის განვითარებისთვის “ბარსა” აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კატალონიურ კლუბს ინგლისის ან გერმანიისთვის არაერთი ფეხბურთელი ტოვებდა. 

ახლა ფატის “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. 

საინტერესოა, რომ “ვესტ ჰემს” ნიჭიერი ფეხბურთელების შემჩნევა აქამდეც გამოსდიოდა. 2018 წელს მათ ჟუან ფელიშის შეძენაც სცადეს, იქამდე, სანამ ის “ბენფიკას” პირველ გუნდში თავს გამოიჩენდა და საფეხბურთო სამყაროს ინტერესის სფეროში მოექცეოდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 19 სექ 2019, 12:42

    ციტატა: me da barca
    დღეს ჩემი "საყვარელი" გუნდები ხვდება ერთმანეთს პარიზში. ორივეს დალეწილი ყავს ხალხი და ვინ რას იზამს ხუ,ი ევო ზნაეტ.
    დაუხოციათ ერთმანეთი.
    ლოჟაში კი გვერდიგვერდ დაჯდება ორი გველი, მაფიოზი და მონათმფლობელი.


    smile smile smile
    ჩაგეთვალა!