ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი დავიდ გორდო იმედოვნებს, რომ ანსუ ფატი “ლა როხიტას” შემადგენლობაში იქნება 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიაში შემდეგ თვეში გაიმართება.
16 წლის ახალგაზრდამ გააოცა ყველა მას შემდეგ, რაც ამ სეზონში კატალონიური კლუბის პირველ გუნდში გამოჩნდა. ის მიზანშია ამოღებული, როგორც სავარაუდო ფეხბურთელი, რომელიც ტურნირზე ესპანეთს წარადგენს. 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 26 ოქტომბერს აიღებს და 17 ნოემბერს დასრულდება.
“მე მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ მას ესპანეთის ნაკრებში თამაში სურს.” – თქვა გორდომ, რომლის სიტყვებსაც Marca ციტირებს.
“ჩვენ ყველანი თანახმანი ვართ და ამას მოუთმენლად ველით. მსოფლიო ჩემპიონატისთვის წინასწარ განაცხადს 25 სექტემბერს გამოვაცხადებთ და ჩვენი მიზანია მასში ანსუც მოხვდეს.”
“მისი იმედი გვაქვს. ის ფეხბურთისთვის ცოცხლობს და მისი თანაგუნდელები მასზე სასწაულებს ლაპარაკობენ.”
“მას შეუძლია გვინეა-ბისაუსთვის თამაში, თუმცა მას ეს ესპანეთის რიგებში სურს და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ, შესაბამისად ძალიან მალე მას ჩვენთან ერთად ყოფნა შეეძლება.”




გუშინ ფატი შეცვლაზე უნდა შემოეყვანა არაა ჯერ მზად გაუძლოს ისეთ წნეხს როგორიც ჩემპიონთა ლიგაა და ტან დაიწყო პირველად ძირითადში იდუნა პარკზე
ანსუ აშკარად დაბნეული იყო გუშინ და არც არის გასაკვირი. აი პიკეს და ლანგლეს წყვილი სეზონის სტარტზე საშინელებაა,უამრავი ზონა რჩებათ შეუვსებელი და ყოველ შეტევაზე კაცი ეპარებათ.პიკე შემდეგ სეზონში სკამზე უნდა გადაჯდეს და ლენგლე საერთოდ არაა ბარსელონას სასტარტოში რომ იყოს ისეთი მცელი. დე იონგი და არტური კარგები იყვნენ ნებისმიერს მოუგებენ ცენტრს (კარგი მწვრთნელის ხელში) დე იონგი ყველა სივრცეს ავსებს და არტური ჰაერივით საჭირო რომაა ბევრ მატჩში გამოჩნდა. სუარესი დაბერდა და მნიშვნელვანი თამაშებისთვის მგონი აღარცაა მზად,შემდეგ სეზონში რაკეტასთან ერთად დაგვტოვებს სავარაუდოდ.დაგორავს სტადიონზე კი არ დარბის.ნოიერი რომ მარტო ბაიერნის მეკარეობის გამოა გერმანიის ძირითადი მეკარე კიდე ერთხელ დამტკიცდა. მე პირადად წელს ბრასელონას ლიგის ფავორიტად ვერ მივიჩნევ,ძაან ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა გუნდში და პლიუს გრიზმანი გაიხსნება თუ არა ეგეც საკითხავია. მესი თუ გვიშველის რამეს მარა მაგანაც რამდენგან გვიშველოს… ნებისმიერი გრანდი გუშინ ამოგვტენიდა.
მესიაჰ, ძმა ბარსელონას ფანი ნამდვილად ხარ? მესმის ყველაფერი, მაგრამ კომენტარებიდამ გამომდინარე გეკითხები. ეგრე გვარდიოლას ბარსას ფანი ყველა იყო, სულ გუნდს აძაგებ და მხოლოდ მესიზე ლაპარაკობ. ლივეს გუნდობა მოვხან კიდე ეპლი არ მოუგიათ, იტოგში არ ვიცი. მარა ბევრი დამეთანხმება.