workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იოახიმ ლიოვი: ტერ შტეგენი შანსებს მიიღებს

იოახიმ ლიოვი: ტერ შტეგენი შანსებს მიიღებს

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში თავს არაკომფორტულად გრძნობს, რადგან ის უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რომელიც ეძლევა.

მიუხედავად გაკეთებული კომენტარებისა, იოაჰიმ ლიოვი მარკს არწმუნებს, რომ იგი გერმანიის ნაკრებში “ბაიერნის” მეკარის მხრიდან რთული კონკურენციის პირობებშიც კი ითამაშებს.

“ჩვენ ყველანი ბედნიერები უნდა ვიყოთ ორი მსოფლიოს კლასის მეკარის, მანუელ ნოიერისა და ტერ შტეგენის ყოლით. გასაოცარ თამაშებს ატარებენ ასევე კევინ ტრაპი და ბერნდ ლენო.” – უთხრა მწვრთნელმა Bild-ს.

“რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი ამბიციურია და მათ თამაში უნდათ. ჩვენ გვჭირდება და გვაქვს კიდევაც ეს სიტუაცია ეროვნულ ნაკრებში.”

“ანდრეას კიოპკე და მე დანაპირებს შევასრულებთ და მარკი საკუთარ შანსებს მიიღებს. ჩვენ გვესმის მისი იმედგაცრუების, მაგრამ ასეა – მხოლოდ ერთს შეუძლია თამაში. ჩვენ გვინდოდა, რომ მას ივნისში ეთამაშა, მაგრამ იგი დაშავებული იყო. მანუელი ბოლო დროს ჩვენთვის კარგ შეხვედრებს ატარებს. ის ჩვენი კაპიტანია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • grafi
    schedule 18 სექ 2019, 17:37
    #5

    სანამ ნოირი სანაკრებო კარიერას არ დაამთავრებს იქამდე მეორე მეკარე არ გახდება ეს ელემენტალურია, მწვრთნელმა რომც გადაწვიტეს მარკის დაყენება იმდგესვე წავა ნაკრებიდან ეს ასეა რაც არუნდა ფორნაში იყოს მარკი
    ნოიერი უბრალოდ ავტორიტწტია და ასე იქნება კარიერის დამთავრებამდე

  • PIQUE 3
    schedule 18 სექ 2019, 14:13
    #4

    ნოიერი რო ძაან დონეა და ლეგენდაა ბაზარი არაა ბოლობოლო კაპიტანია კლუბის და ნაკრების🤗მარა ბოლო 2-3წელი რო შტეგენი ტოპ5 მეკარეს შორისაა და ნოერი ისეთი ვეღარააა მაგას მემგონი ლიოვის გარდა ყველა ხვდება🙄ბაზარი არაა ნოიერი იყოს ძირითადის მეკარე მარა ასეც არ შეიძლება რო ვაფშე არ აყნებეს კარში შტეგენს😑😑გუშინდელ თამაშშიც დაამტკიცაა რო შტეგენია ეხლა საუკეთესო ვარიანტი გერმანიის ნაკრებში და არა მანუ😎🖤

  • არტურო ვიდალ
    schedule 18 სექ 2019, 13:11
    #3

    ამას შიგ ხოარ აქვს … როჟა დატანჯა არადა რა ძაან კლასნია ჩვენი შტეგო💙..
    ბოდოში ცენზურისთვის 💖

  • Andres_Iniesta
    schedule 18 სექ 2019, 12:46
    #2

    გერმანელებს სისხლში აქვთ მეკარეობა.

  • Ika-cule
    schedule 18 სექ 2019, 12:29
    #1

    Daberda kaci shansis lodinshi amouyvana yelshi tips