workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონი, “ბარსელონასთვის”, ოფიციალურად დღეს გაიხსნება.
მეტოქე: ” დორტმუნდის “ბორუსია”

სტადიონი: “სიგნალ იდუნა პარკი”

ყოფილი “ბარსელონელი” შემადგენლობაში: პაკო ალკასერი

ბოლო შეხვედრა

“ბარსელონა” და “ბორუსია” ერთმანეთს ოფიციალურად ბოლოს 22 წლის წინ დაუპირისპირდნენ. 1997 წლის 8 იანვარს უეფას სუპერ თასის ფინალის პირველ შეხვედრაში “ბლაუგრანამ” ლუის ენრიკესა და რივალდოს გოლების წყალობით 2:0 იმარჯვა. განმეორებითი თამაში კი 1:1 დასრულდა.

საინტერესო სტატისტიკა

“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო 14 შეხვედრაში არ წაუგია (10 მოგება. 4 ფრე), ხოლო ტურნირის ამ ეტაპზე გამართულ ბოლო 28 შეხვედრაში ერთადერთი მარცხი იწვნია “მანჩესტერ სიტისთან” 2016 წლის ნოემბერში (1:3).

საინტერესოა, რომ “ბორუსიამ” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო. (2 მარცხი, 4 წაგება).

ყოფილ “ბარსელონელ” პაკო ალკასერს ამ სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი, რაც რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ (7) საუკეთესო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბი თავიანთ ჩემპიონატებში საუკეთესო გამტანები არიან. “ბარსელონას” ლა ლიგაში 12 გოლი აქვს გატანილი, “ბორუსიას” კი, ბუნდესლიგაში 13.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Bussi
    schedule 17 სექ 2019, 19:33
    #1

    2 ფრე ალბათ