workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ აუშვა ძაღლები? წარმოგიდგენთ “ბარსას” 6 ფეხბურთელის გაქურდულ სახლს

ვინ აუშვა ძაღლები? წარმოგიდგენთ “ბარსას” 6 ფეხბურთელის გაქურდულ სახლს

პორტალი Tribuna საინტერესო სტატიას გვთავაზობს “ბარსას” იმ 6 ფეხბურთელზე, რომელთა სახლებიც მატჩების დროს გაქურდეს.

1) ფილიპე კოუტინიო (2018 წლის თებერვალი)

2018 წლის 20 თებერვალი, სავარაუდოდ, ფილიპესთვის ყველაზე საშინელი დღე იყო. მას შემდეგ, რაც კოუტინიოს ავტომობილი ცუდი პარკინგის გამო ევაკუატორით წაიყვანეს, სახლში მისულმა ნახა, რომ გაქურდეს. კოუტინიოს ვილა ლუის სუარესისა და მესისგან არც თუ ისე შორს იყო.

ვინ აუშვა ძაღლები? წარმოგიდგენთ "ბარსას" 6 ფეხბურთელის გაქურდულ სახლს

2) ჟერარ პიკე (2018 წლის ივნისი)

ქურდების დაჯგუფება ჟერარისა და შაკირას სახლში 2018 წლის ივნისში შეიჭრა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ესპანელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, ხოლო შაკირა გერმანიაში მოგზაურობდა.

ქურდებმა საათები და ძვირფასეულობა წაიღეს ისე, რომ სახლისთვის ზიანი არ მიუყენებიათ.

3) ჟორდი ალბა (2018 წლის ნოემბერი)

ორი ქურდი შენობაში უკანა ეზოდან, ფანჯრიდან შევიდა. სახლში ოჯახი იმყოფებოდა, რაც ჟორდის ისტორიას უფრო საშიშს ხდის.

4) კევინ-პრინს ბოატენგი (2019 წლის თებერვალი)

ქურდები შენობაში იმ დროს შევიდნენ, როდესაც ფეხბურთელი სახლში არ იმყოფებოდა. “ბარსელონა” “ვალიადოლის” უპირისპირდებოდა. იმ მატჩში ბოატენგმა “ბარსას” მაისურით, ლა ლიგაში, პირველად ითამაშა. ცნობილია, რომ ბოატენგმა ძვირფასეულობა და დაახლოებით 300,000-400,000 ევრო დაკარგა.

5) არტურ მელო (2019 წლის მაისი)

არტურ მელო ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში “ბარსელონას” მოგებას აღნიშნავდა “ლივერპულის წინააღმდეგ, მაგრამ სახლში დაბრუნებულმა მან შოკი მიიღო. ბრაზილიელის სახლი თამაშის ღამეს გაძარცვეს.

ისტორიას უფრო ის ამძაფრებს, რომ ფეხბურთელის ძმას სიკვდილით ემუქრებოდნენ. ქურდებს სახრახნისი ეჭირათ ხორხთან, მაშინ როდესაც ფულსა და ძვირფასეულობას ეძებდნენ. საბოლოოდ ძვირფასეულობა და “როლექსის” ფირმის საათი წაიღეს.

6) სამუელ უმტიტი (2019 წლის სექტემბერი)

სამულის სახლი “ბარსელონა” – “ვალენსიას” მატჩის დროს გაქურდეს. მცველი თამაშს ტრიბუნებიდან უყურებდა მაშინ, როცა კრიმინალებმა სეიფიდან ყველანაირი ძვირფასეულობა წაიღეს.

25 წლის ფეხბურთელი ბარსელონასთან ახლოს, ესპლუგეს დე ლობრეგატში ცხოვრობს. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს მაშინ, როდესაც შეამჩნიეს, რომ კარები ფართოდ იყო გაღებული. კაპიშონში გადაცმული 4 მამაკაცი უმტიტის სახლში შეიჭრა, თუმცა მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Don_Andresito
    schedule 17 სექ 2019, 00:49
    #9

    mere daayenet dacva da eg iqneba. da srolis ufleba unda qondet egreve

  • Andres_Iniesta
    schedule 16 სექ 2019, 21:26
    #8

    ციტატა: Dat-

    ციტატა: nika 54

    ციტატა: Msn91011
    ქართველების ხელიც ურევია მე ესე მგონია ესპანეთი ევასებათ🤣😂


    გუშინაც სამი ქართველი დააკავეს ბინების ქურდობაზე; გაგეცინებათ და ბარსელონაში.


    ბაზარი არაა ჩვენები იმდენს იზავენ ქართველებს ყველას დეპორტს.გაუკეთებენ კარგი იქნება თუ ცუდი ყველას. ტიპებმა მუცელი რო გაიძღონ დანარჩენს ვინც შრომობს საქმეს უფუჭებს. არადა რამდენი ემიგრანტია და რამდენი ინახავს იქიდან ოჯახს.


    ხო მოგვეჭრა უკვე თავი შარშან გაზაფხულზე. ვენაში მიფრინავდა ჩვენი ვიზიარი და ყველა უკან მოაბრუნეს.
    მერე ვიღაც წერდა ხელს იშვერდნენ ქართველიაო.

  • messi and iniesta
    schedule 16 სექ 2019, 21:17
    #7

    ციტატა: Msn91011
    ქართველების ხელიც ურევია მე ესე მგონია ესპანეთი ევასებათ🤣😂


    მეც მასე მგონია და მაგრა მიტყდება

  • tigresa
    schedule 16 სექ 2019, 21:11
    #6

    ციტატა: nika 54

    ციტატა: Msn91011
    ქართველების ხელიც ურევია მე ესე მგონია ესპანეთი ევასებათ🤣😂


    გუშინაც სამი ქართველი დააკავეს ბინების ქურდობაზე; გაგეცინებათ და ბარსელონაში.


    სასაცილოა სატორალი რომ არ იუოს. ესპანეთში ეგრე იცნობენ ქართველებს, რპმ ჩავედო, პირველ8 ქვეყანა იყო სადაც ყველამ იცოდა საქართველო, ოღონდ ცუდი კუთხით, გული დამწყდა

  • Gnidius
    schedule 16 სექ 2019, 20:58
    #5

    მე რავიცი ტო ამხელა ქონება სახლში თუ აქვთ დაცვა გაუჭირდათ.ან ყარაული დააყენონ

  • nika 54
    schedule 16 სექ 2019, 20:57
    #4

    ციტატა: Msn91011
    ქართველების ხელიც ურევია მე ესე მგონია ესპანეთი ევასებათ🤣😂


    გუშინაც სამი ქართველი დააკავეს ბინების ქურდობაზე; გაგეცინებათ და ბარსელონაში.

  • Msn91011
    schedule 16 სექ 2019, 20:17
    #3

    ქართველების ხელიც ურევია მე ესე მგონია ესპანეთი ევასებათ🤣😂

  • barca`barca
    schedule 16 სექ 2019, 20:14
    #2

    რა საშინელებაა..2-3 დაცვა აიყვანონ..მაინც ოხრადააქვთ ფული..
    რატო არ იცავს დაცვა ამ ცნობილი ადამიანების სახლებს ვერ ვხვდები

  • Andres_Iniesta
    schedule 16 სექ 2019, 20:12
    #1

    გოგიტა გამოდი გიცანით….