workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
გომესი: არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა “ბარსელონაში”

გომესი: არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა “ბარსელონაში”

“ბარსელონას” აღზრდილი ესპანელი ნახევარმცველი, სერხიო გომესი, რომელიც ახლა “დორტმუნდის” წევრია და იჯარით “უესკაში” თამაშობს, თავის ყოფილ გუნდზე და ახლანდელ მდგომარეობაზე საუბრობს. 

“ბორუსიამ” შესანიშნავი სპორტული პროექტი შემომთავაზა და კლუბი ამიტომ დავტოვე. “ბარსელონაში” კარგად მექცეოდნენ და პრეტენზიები არ მაქვს, გადაწყვეტილება ჩემს ოჯახთან ერთად მივიღე. 

არ ვიცი, ახლა “ბარსას” კარი დახურულია თუ არა. ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, ახლა კი კონცენტრირებული “უესკაზე” ვარ და მინდა, რომ კარგი სეზონი მქონდეს, შემდეგ კი დორტმუნდში დავბრუნდები. 

ბევრი ახალგაზრდა კარიერის გასაგრძელებლად პრემიერ ლიგას ირჩევს, მაგრამ გერმანული ფეხბურთი იზრდება და იქ ახალგაზრდებს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ. ხუან მირანდა და მატეუც ამიტომ გადავიდნენ ბუნდესლიგაში. 

“დორტმუნდი”-“ბარსელონას” შეხვედრას მოუთმენლად ველი. დიდი ხანია, “ბარსა” იქ არ ჩასულა და სტადიონზე უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბება, რომლებიც მხარს თავიანთ გუნდს დაუჭერენ. “ბარსელონასთვის” რთული მატჩი იქნება”. – ციტირებს გომესის სიტყვებს Sport. 

სერხიო გომესი “ბარსას” წევრი 2010-18 წლებში იყო. ბოლო სეზონი “ბარსა ბ”-ს რიგებში გაატარა, შემდეგ კი “ბორუსიას” რიგებს შეუერთდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Griz17li
    schedule 16 სექ 2019, 19:43
    #3

    ციტატა: ROUCH
    მანდ არ წავიდა ვითომ მომავალი მესი ჰალილოვიჩი, მკვდარია თუ ცოცხალი არავინ რო არ იცის ისე გაქრა შარშანდელი თოვლივით, ხალხი რა დონეზე აქებდა და ადიდებდა და მე კი ვიძახდი რო ერთი ჩვეულევრივი რაფინია იქნებოდა


    Milanshia

  • ROUCH
    schedule 16 სექ 2019, 16:55
    #2

    მანდ არ წავიდა ვითომ მომავალი მესი ჰალილოვიჩი, მკვდარია თუ ცოცხალი არავინ რო არ იცის ისე გაქრა შარშანდელი თოვლივით, ხალხი რა დონეზე აქებდა და ადიდებდა და მე კი ვიძახდი რო ერთი ჩვეულევრივი რაფინია იქნებოდა

  • M10 S9 D11
    schedule 16 სექ 2019, 15:16
    #1

    კაი რო ყოფილიყავი დაგიტოვებდნენ ასე რო ნუ დაბრუნდები არაფერი დაგვაკლდება მაგით