workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა მზად არის

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა მზად არის

    გამპერის თასი “ბარსასია”, ოღონდ, უცნაური სანახავი კი იყო, სავარჯიშო მოედანზე ჩატარებული მატჩი. ზოგადად, გამპერის თასზე რომ ვინმეს მოიწვევენ, “კამპ ნოუ” თამაშობს ხოლმე გადამწყვეტ როლს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველას უნდა ამ სტადიონზე თამაში, ვიღაცამ შეიძლება ისე ჩაამთავროს კარიერა რომ არასდროს ეღირსოს, მერე კიდევ, გამპერს მიაგებ პატივს, ამ კედლებს მისი სახელი უნდა ჰქონოდა, მაგრამ დიქტატურის პირობებში ვერ უწოდეს “კამპ ნოუს” გამპერის სახელი, არადა, ყველა ლოგიკით ასე უნდა ყოფილიყო. 

რას ვიზამთ, არ არის მზად საფეხბურთო კათედრალი. როდის იქნება? აბა რა ვიცით.. აქამდე რამდენჯერაც თარიღი თქვეს იმდენჯერ ააცილეს. ამიტომ, აღარ ღირს რომელიმე დღის ლოდინი. მოვა, სად წავა. 

“ბარსას” თავს კი ვერ არის კარგი ამბები, ჯერ ტერ შტეგენი აჯანყდა, მიხვდა, რომ მისი მოცილება უნდათ და მგონი პანიკაშიც ჩავარდა, ამ პანიკის ჟამს კი სიგიჟეები აკეთა. კი დალაგდა ეგ ამბავი, მაგრამ სახელის გატეხას ხომ თავის გატეხა სჯობია?! სტვენა არ ასცდება გერმანელს, კლუბის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება, მასზე დიდი ხალხი, გაცილებით ცუდი ფორმით გაუშვიათ, მაგრამ კლუბის დაზარალება არავის მოსვლის აზრად. 

მერე იყო ლევანდოვსკის ტრავმა, მერე კიდევ ასე მოულოდნელად დაცვის ბურჯმა დაგვტოვა, ინიგოს თურმე კონტრაქტში ჰქონია პუნქტი – არაბეთში მაყუთს თუ დამაყრიან უფასოდ შევძლებ წასვლასო, ჰოდა, დააყარეს. ამას დაუმატეთ რომ ლა ლიგაში თავდაპირველად სულ გასვლაზე მოუწევს “ბარსას” თამაში და უჰ, ცხელი დასაწყისია.. 

პირველი ტაიმი 

გვესტუმრა ფაბრეგასის “კომო”, დიდი ვერაფერი გუნდი, ჩამოჰყვათ სერჟი რობერტო, ტაშიც დაუკრეს, მადლობა გადაუხადეს ყველაფრისთვის. კამერა ხანდახან ბურთს კარგავდა, რადგან “კრუიფზე” მხოლოდ ერთი ტრიბუნაა, მაინცდამაინც ზემოთ ვერ დააყენებ, ამიტომ, ვიზუალურად კარგი სანახავი ვერ გამოდგა მატჩი, აი, შინაარსობრივად მშვენიერი იყო – ბევრი გოლით, ბევრი კარგი მომენტით. 

ჟოან გარსია – ერიკ გარსია, არაუხო, კუბარსი, ბალდე – დე იონგი, პედრი, ფერმინი – ლამინე იამალი, რაფინია, რაშფორდი; ასეთი იყო შემადგენლობა პირველ ტაიმში, მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე ვერ ვნახეთ არაუხო-კუბარსის რეალური შესაძლებლობები, შედარებით მარცხნივ რა თქმა უნდა, კუბარსი დააყენეს, არაუხო ისედაც ბევრ შეცდომას უშვებს და მისთვის პოზიციის შეცვლა საერთოდ დამღუპველი იქნებოდა. ამ სეზონში მის იმედზე უნდა ვიყოთ, ეს გადამწყვეტი წელია მისთვის, ან ნდობას დაიბრუნებს, ან წასვლა მოუწევს. 

ფორვარდის პოზიციაზე ვნახეთ რაშფორდი და ალბათ მივხვდით, რომ ეს კაცი არ არის ფორვარდი, როგორც თავის დროზე ჟოზე ამბობდა, ის გარემარბია, მაგრამ სეზონი დიდია და ფლიკმა იცის, რომ დასჭირდება ამ პოზიციაზეც. საქმე იმაში არ არის, რომ ცარიელ კარს ააცილა და თვითონაც გაოგნებული დარჩა, საქმე იმაშია, რომ ბურთის კაცია, ხშირად უნდა ჰქონდეს ფეხში, სხვანაირად თამაშს ვერ გრძნობს, არც ლევანდოვსკია, რომ კორპუსი ჩააყენოს და ისე მიიღოს, ეგ არ შეუძლია, მცველებს თუ გაექცევა ზურგსუკან, ეგრე კიდევ თამაშში 2-ჯერ 3-ჯერ თუ შეეხება ბურთს. მოკლედ, ცუდი ვარიანტია. განსაკუთრებული ალღოც ვერ აქვს. 

პირველ ტაიმში ფერმინმა დუბლი შეასრულა, კარგი გოლები შეყარა, საერთოდ, იამალს თუ არ ჩავთვლით წინა სეზონის ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელია. გავისა და ოლმოს არ ექნებათ იოლი დღეები. საერთოდ არ გამიკვირდება ძირითადში თუ მოიპოვებს ადგილს. რაფინია ჩვეულად ბოლომდე მოტივირებული იყო. გაატანინა კიდეც გოლი იამალს, მცველს კინაღამ ფეხიც წააგლიჯა, მაგრამ მსაჯმა რატომღაც ვერ დაინახა. მანამდე კი თავად შეაგდო, რაშფორდის პასით – აი, ეს იცის ინგლისელმა, როგორ გაიქცეს ფლანგზე და როგორ გააკეთოს იქედან ზუსტი პასი. გოლი ლამაზი იყო. 

მეორე ტაიმი 

ორი ცვლილება მაშინვე განხორციელდა – რაშფორდი ფერანმა შეცვალა, ერიკ გარსია – კუნდემ. რაშფორდმა შანსი ვერ გამოიყენა, მერე კი აღმოჩნდა რომ ფერანმაც ვერ გამოიყენა, ინგლისელის მსგავსად მანაც ვერ შეაგდო ცარიელ კარში. რომელი უფრო შოკისმომგვრელი იყო აბა რა ვიცი, მაგრამ ცუდად მენიშნა. რა უბედურებაა.. ფორვარდებს ცარიელ კარში ვერ გააქვთ ბურთი. 

ამასობაში ლამინემ მეხუთე შეაგდო, თავის სტილში, მარცხენა ფეხით დაატრიალა შორეულ კუთხეში, ეს ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა. თავად ისეა განწყობილი რომ გაცილებით მეტი გოლი უნდა შეაგდოს ამ სეზონში. ვნახოთ აბა რისი თავი აქვს. 

მოგვიანებით გამოვიდა გავი პედრის ნაცვლად და კასადო დე იონგის ნაცვლად. გავი იმ მძიმე ტრავმის მერე ვერ ახერხებს ძირითადში ადგილის დაბრუნებას, მონდომებულია, რას აღარ ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, მიუხედავად ამისა, თავისი როლი განსაზღვრული აქვს და კლუბისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფიგურაც არის. 

მიწურულს გამოვიდნენ – რუნი, დრო, მარტინი და კრისტენსენი. დამატებითი დრო დაეთმო ტორენტსს. 

გოლი აღარ გასულა. მეორე ტაიმის დასაწყისში მოამთავრეს საქმე. 

სად ვიწყებთ? 

სად და მალიორკაზე, მერე “ლევანტე” იქნება, მერე “რაიო”, სულ გასვლები, სულ შორს, ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ექნება როგორ დავიწყებთ, თავიდანვე თუ აკრიფეს ქულები, მერე ყველაფერი კარგად წავა. 

აბა, ცოტაც მოვიცადოთ და მერე პროგნოზებიც გავაკეთოთ, ტრანსფერი ალბათ აღარ იქნება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 12 აგვ 2025, 09:56
    #7

    ნიჩეო წელს რაღაცას ვიგლახავებთ, მაგრად მგონია რო საშუალო დონის მცველს ზამთარში მაინც მოიყვანენ. იმ ზაფხულს ტრანსფერები იქნება აუცილებლად. ეს წელი რამენაირად 9 ქულაზე მაინც უნდა გავაგოროთ…

  • Rick Sanchez
    schedule 12 აგვ 2025, 01:33
    #6

    ტრანსფერები არ იქნება. ახალი ფეხბურთელების გარეშე კი წასულია ჩვენი საქმე.

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2025, 17:54
    #5

    სწორი ხარ ფეოლა, ტრანსფერი ნამდვილად აღარ იქნება. ნეტავ ვინც მოიყვანეს ისინი მაინც დაარეგისტრირონ.

  • Barca
    schedule 11 აგვ 2025, 13:55
    #4

    ციტატა: Don_Andresito
    მოკლედ გოლების ამბავშI მაგრად გაგვიჭირდება ასე მგონია. ვიქნებით გუნდი რომელიც ყველაზე მეტ მომენტს ქმნის მარა გოლებზე რამდენად აისახება არ ვიცი. იამალს გააქვს მარა ბევრი დარტყმა/მომენტი ჭირდება გასატანად. ფორვარდებს საერთოდ… რაფინია საშუალოდ შედეგიანია, ნახევარმცველებიდან კიდე ფერმინია მარტო ისეთი 10+ გოლს რო გაიტანს თუ ძირითადის კაცი იქნება. ოლმო იტრავმიანებს ისევ და ბევრსაც გამაზავს. ისე ცრუ 9 ზე ეგეც ვარიანტია. მარა არ მგონია ტორესზე და რაშფორდზე უკეთესი ვარიანტი იყოს. კარგი გამტანი დაგვაკვდებოდა ზედ. ისაკი, ალვარესი ან ვინმე კარგი 9 და ლიგის ფავორიტები ვიქნებოდით. ამ შემადგენლობით მოვა ისევ 1/2 ფინალი რომელიმე ინტერის მსგავს დამპალ გუნდთან და თU აიჭრნენ და გოლი ვერ გაიტანეს ისევ კრახით დავასრულებთ ლიგას. ამიტომაც მთელი ფინანსური რესურსი 9 ს უნდა მიუძღვნან მომავალ წელს. დაცვაში კიდე ისედაც გვქონდა ჩავარდნები და სულ გვექნება. ხან კუბარსი აურევს ხან არაუხო, ინიგოც კარგად ურევდა ბოლოსკენ. ჩვენი ძლიერი მხარე დაცვა ვერ იქნება როცა ამ სტილით თამაშობ და დაცვა ცენტრს ზემოთ გყავს აწეული. ჩვენი ძLიერი მხარე უნდა იყოს შეტევა, გავუშვათ 2 და გავიტანოთ 5 როგორც ყველა კლასიკოში. ეგაა უკვე ფლიკის ხელწერა და სულ რო ვან დეიკი ბასტონის დუო გვყავდეს მაინც აწეული დაცვით თამაშისას შეცდომებისგან დაზღვეული ფიზიკურად ვერ იქნები

    ახალგაზრდებსაც ვფიქრობ არასაკმარისი დრო დაეთმოთ. მარტო დრომ გამოიჩინა თავი და ცოტა ტონიმაც. არადა გილეც ძაან დონეა აშკარად. ჯოფრეშI ჯერ ვერ დავინახე პირველი გუნდის სარეზერვო მარცხენა მცველი. იმედია მოუმატებს, ხერარდ მარტინი კიდე ხშირად დაგვჭირდება მარცხენა ცენტრალურ მცველად ინიგოს წასვლის მერე. მოკლედ მართლა საიტერესო იქნება სტარტი


    ივან ვირგილი რატო არ ათამაშეს, კარგი ვარიანტი იქნებოდა რაფინიას და რაშფორდს რო ადგილები გაეცვალათ თამაშის მომენტში უფრო დამაბნეველი იქნებოდა და ოლმო ცრუ 9 კაო ვარიანდია, რაშფორდის ტრანსფეროთ მარცხენა ვინგერის პრობლემა არ მოიხსნა ჯერჯერობით სეზონი რო დაიწყება როგორ ითამაშებენ ვნხოთ

  • Don_Andresito
    schedule 11 აგვ 2025, 13:40
    #3

    მოკლედ გოლების ამბავშI მაგრად გაგვიჭირდება ასე მგონია. ვიქნებით გუნდი რომელიც ყველაზე მეტ მომენტს ქმნის მარა გოლებზე რამდენად აისახება არ ვიცი. იამალს გააქვს მარა ბევრი დარტყმა/მომენტი ჭირდება გასატანად. ფორვარდებს საერთოდ… რაფინია საშუალოდ შედეგიანია, ნახევარმცველებიდან კიდე ფერმინია მარტო ისეთი 10+ გოლს რო გაიტანს თუ ძირითადის კაცი იქნება. ოლმო იტრავმიანებს ისევ და ბევრსაც გამაზავს. ისე ცრუ 9 ზე ეგეც ვარიანტია. მარა არ მგონია ტორესზე და რაშფორდზე უკეთესი ვარიანტი იყოს. კარგი გამტანი დაგვაკვდებოდა ზედ. ისაკი, ალვარესი ან ვინმე კარგი 9 და ლიგის ფავორიტები ვიქნებოდით. ამ შემადგენლობით მოვა ისევ 1/2 ფინალი რომელიმე ინტერის მსგავს დამპალ გუნდთან და თU აიჭრნენ და გოლი ვერ გაიტანეს ისევ კრახით დავასრულებთ ლიგას. ამიტომაც მთელი ფინანსური რესურსი 9 ს უნდა მიუძღვნან მომავალ წელს. დაცვაში კიდე ისედაც გვქონდა ჩავარდნები და სულ გვექნება. ხან კუბარსი აურევს ხან არაუხო, ინიგოც კარგად ურევდა ბოლოსკენ. ჩვენი ძლიერი მხარე დაცვა ვერ იქნება როცა ამ სტილით თამაშობ და დაცვა ცენტრს ზემოთ გყავს აწეული. ჩვენი ძLიერი მხარე უნდა იყოს შეტევა, გავუშვათ 2 და გავიტანოთ 5 როგორც ყველა კლასიკოში. ეგაა უკვე ფლიკის ხელწერა და სულ რო ვან დეიკი ბასტონის დუო გვყავდეს მაინც აწეული დაცვით თამაშისას შეცდომებისგან დაზღვეული ფიზიკურად ვერ იქნები

    ახალგაზრდებსაც ვფიქრობ არასაკმარისი დრო დაეთმოთ. მარტო დრომ გამოიჩინა თავი და ცოტა ტონიმაც. არადა გილეც ძაან დონეა აშკარად. ჯოფრეშI ჯერ ვერ დავინახე პირველი გუნდის სარეზერვო მარცხენა მცველი. იმედია მოუმატებს, ხერარდ მარტინი კიდე ხშირად დაგვჭირდება მარცხენა ცენტრალურ მცველად ინიგოს წასვლის მერე. მოკლედ მართლა საიტერესო იქნება სტარტი

  • C.PC5
    schedule 11 აგვ 2025, 12:41
    #2

    პრესეზონიდან დიდი დასკვნების გამოტანა საერთოდ არ ღირს ხოლმე, ერთი დასკვნა ისაა რომ ლამასისს ახალი ბიჭები ყველანი კარგები არიან, ჟოფრე დრო და ტონი, სამივე ძალიან მომეწონა რა დროც გაატარეს მოედანზე. დანარჩენებს რაც შეეხებათ მე ვიტყოდი რომ ეს პრესეზონი მთლად კაგრად არ იყო დაგეგმილი, ნუ გასაგებიცაა მარა ერთი ძლიერი მეტოქე არ გვაწყენდა, აი ისეთი რომ ფეხბურთელებსაც დააინტერესებდათ საკუთარი ძალების მოსინჯვა, ოთხივე ისეთი მეტოქე გვყავდა 19 წლამდელებით რომ მოვუგებდით, არცერთმა არ გამოიჩინა თან რამე განსაკუთრებული მოტივაცია, შესაბამისად ჩვენებიც ვერ იყვნენ დუხზე smile დაიწყება ლალიგა და ოფიციალურ მატჩებს სულ სხვა სული უდგას, იქ სხვანაირად ფიქრობენ უკვე ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც, რაშფორდიც უფრო მოტივაციას გამოავლენს მერე ალბათ, იამალი ისედაც ვიცით რო გოლებს ეძებს ამ სეზონიდან და დაიქოქება ეგეც. დაცვაა მაინც ძაან საყურადღებო რაა, კარგი იქნებოდა დაემატებინათ ერთი მცველი მარა ჰა არ შვებიან ცოცხალი თავით, ფლიკიც რას უყურებს როარ ითხოვს არ მესმის, მინიმუმ ფლანგებზე გვჭირდებოდა შევსება, ის მაინც მოიფიქროს რო მარტინი აღარ გააკაროს ფლანგს, ცენტრში კიდე არაუშავს მგონი, მაღალი კია და ძალაც არ აკლია არ უნდა იყოს ეგეთი ცუდი ცენტრში, ფლანგზე ჟოფრე და ფორტი შეავსებენ რამენაირად სკამს და დაასვენებენ ხოლმე ბალდეს. არაუხოს ერთი 5 თამაში აცადოს და თუ ისევ ისეთი გაფანტულია მოაჯინოს სკამზე და ზამთარშივე პანღურით გააგდონ, ყელშია უკვე, ახლაც გასაგდები იყო მარა აღარაა ინიგო და ეს კრისტენსენიც არაა სანდო, მომჯობინდეს იქნებ ეგ და აღარ მიიღოს ტრავმები. ნახევარდაცვა ისევ მკვლელი გვყავს და საერთო ჯამში ასეთუისე მზადაა გუნდი სეზონისთვის.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 11 აგვ 2025, 12:32
    #1

    არ გვყვავს სრულად დაბალანსებული შემადგენლობა, მაგრამ რაცაა ეგაა