ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: სტერლინგის მესისთან შედარება გაზვიადებულია

ბუსკეტსი: სტერლინგის მესისთან შედარება გაზვიადებულია

“ბარსელონას” ნახევარმცველს სერხიო ბუსკეტსს არ სჯერა, რომ რაჰიმ სტერლინგი და ლიონელ მესი ერთ დონეზე არიან.

გასული წლის განმავლობაში “მანჩესტერ სიტის” შემტევი კარგ ფორმაში იყო, როგორც კლუბისთვის, ისე ქვეყნისთვის.

მიუხედავად ამისა, ბუსკეტსი მაინც ფიქრობს, რომ სტერლინგს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც “ბარსელონას” ვარსკვლავმა გააკეთა და ასეთი სახის შედარება ფეხბურთელზე ნეგატიურ ეფექტს იქონიებს.

“შეხედეთ, რაჰიმ სტერლინგი არის ფეხბურთელი კარგი პროფილით და დიდი პოტენციალით, მაგრამ მისი მესისთან შედარება გაზვიადებულია და ნეგატიურ ეფექტს იქონიებს ფეხბურთელზე,” – ციტირებს ბუსკეტსს The Mirror.

“სიმართლე ის არის, რომ ორივე საკუთარ კლუბში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ის კარგი მოთამაშეა და ასევე დიდი გავლენის მოხდება შეუძლია ინგლისის ნაკრებისთვის.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 15 სექ 2019, 22:43

    გაზვიადებული კი არა ფეხბურთის შეურაცხყოფაა

  • Geo_Barca
    schedule 15 სექ 2019, 21:07

    ამათ ხო არ ჩამოუკრიათ

  • Andres_Iniesta
    schedule 15 სექ 2019, 18:24

    სტერლინგბი ძალიან მაგარია, მაგრამ კარგით რა მესისთან შედარება ჯერ აზარის დონეც არააა