“კამპ ნოუზე” “ბარსელონასთან” ერთად თამაშის ჩატარებამდე, ანსუ ფატი ვიქტორ ვალდესის მიერ გაწვრთნილი თავისი თანატოლების მატჩს დაესწრო.
16 წლის ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტთან და მის შვილ შეინთან ერთად ჟუვენილ A გუნდის “ჟირონასთან” შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელიც ვალდესის გუნდმა 1-0 მოიგო.
ფატი ოფიციალურად ახლაც ჟუვენილ A-ში ირიცხება, მაგრამ პირველი გუნდის შემადგენლობაში უკვე რეგულარულად ხვდება და ამ სეზონში, დიდი ალბათობით, სულ მცირე “ბარსა ბ”-ში დაწინაურდება.




უკვე შემიყვარდა ეს ბიჭი და ამისათვის მადლობა ვალვერდეს და რათქმაუნდა ფატტის