ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურის მატჩში “ბარსელონამ” “ვალენსია” 5:2 დაამარცხა. ანსუ ფატის, ფრენკი დე იონგის, ჟერარ პიკესა და ლუის სუარესის გოლების წყალობით ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა ბრწყინვალე საშინაო გამარჯვება მოიპოვა.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კატალონიურ გრანდს ორი გამარჯვება აქვს და თითოეული მათგანი “კამპ ნოუზე” მოიპოვა. სამწუხაროდ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ვერც დღევანდელ მატჩში ვერ შეინახა კარი მშრალად.
16 წლის ფატისთვის “ვალენსიასთან” მატჩი მრავალმხრივ გამორჩეული გამოდგა. დღეს ახალგაზრდა მოთამაშის სრულყოფილი დებიუტი შედგა, რომელიც გოლითა და შედეგიანი გადაცემით დააგვირგვინა. ეს ლა ლიგაში უპრეცედენტო შემთხვევაა – ამ ასაკში მსგავსი მიღწევა არავის ჰქონია.
გოლს+პასი ჩაიწერა აქტივში ფრენკი დე იონგმაც, რომელიც დღეს თავს მოედანზე გამორჩეულად თავისუფლად გრძნობდა.
რაც შეეხება ლუის სუარესს – ურუგვაელი მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა და თავისი დაბრუნება დუბლით აღნიშნა!
მეტოქის მხრიდან თავი კევინ გამეირომ (27′) და მაქსი გომესმა (92′) გამოიჩინეს.
საბოლოოდ, 4 მატჩში დაგროვებული 7 ქულით “ბარსელონა” ლა ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს. გუნდს ბოლო 3 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი.

ლა ლიგის სატურნირო ცხრილი




საღოლ ბარსას საღოლ ბოვშებს
ვერ დავიჯერებ რომ ჩავი ამ ახალგაზრდებში და მთლიანად შემადგენლობაში უდიდეს პოტენციალს ვერ ხედავს, ძალიან დიდი იმედი მაქვს მალე მოვა მწვრთნელად.
სტარტი კი ძალიან მაგარი აქვთ ამ ახალგაზრდა ბიჭებს მაგრამ ვალვერდე არაა ის კაცი ლიდერების ბოლომდე დაბრუნების მერე თუნდაც ფატის 10 წუთზე მეტი მისცეს დრო. იმედია ისწავლის როტაციებს და ასეთ შემთხვევაში ყველა ტიტულისთვის გვეყოფა ძალები.
დაცვაა ცოტა მოსახოდი პიკე და ლენგლე ურევენ ცოტა სად დაიმტვრა ეს უმტიტი ფუ ამის ისე დროა ტოდიბოც მოხოდონ დალშე ჯერ ყველაფერი წინაა რეალი კიდე დაკარგავს ქულებს სევილიასთან გასვლაზე აქვს იგრა და მერე ატლეტიკოსთან გასვლაზე ამ ორ იგრაში მაქსიმუმ ქულა აიღონ
დაიმსახურა დე იონგმაა