“გრანადაზე” გამარჯვებით, “ბარსელონა ბ”–მ ისტორიის მანძილზე პირველად დაიკავა მოწინავე პოზიცია სეგუნდაში. შეგახსენებთ, რომ დუბლიორი გუნდი მესამე პოციზიას იკავებს ამაჟამად და მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება “ბეტისსა” და “რაიო ვალიეკანო”–ს.
კმაყოფილება
გამარჯცების მიუხედავად, ლუის ენრიკე აცხადებს: “ჩვენ ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელი გვაქვს ბევრი რამ. არ ვგულისხმობ თამაშის სტილს, არამედ მცირე დეტალებს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ფეხბურთელები არ არიან რობოტები. მატჩი “გრანადასთან” უკვე ისტორიას ჩაბარდა, ახლა დროა დავისვენოთ და ვიფიქროთ მომდევნო მეტოქეზე”.
სორიანოს “პიჩიჩი”
ლუის ენრიკე რამდენიმე სიტყვით შეეხო ბომბარდირ ჯონათან სორიანოსაც: “ყველა კმაყოფილია მისი შედეგით, ის იბრძვის ინდივიდუალური ჯიდლოებისთვის. ჯონათანი პირად ჯილდოზე წინ, საკლუბოს აყენებს, ამიტომაც ყველაფერი კარგად მიდის. თუ ყველა მოთამაშე მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ჯილდოზე ფიქრობს, რომ ყველაფერი მეგობარს მოაგებინონ, მაშინ მოხდება ის, რაც მოხდა სამუელ ეტო’ოს შემთხვევაში, პირველ გუნდში. გუნდი მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ საგოლე გადაცემამარტო სამუელისთვის გაეკეთებინათ, რის გამოც გოლები არ გადიოდა. საჭიროა გუნდური ასპარეზი”.
უკეთესის მოლოდინი
ლუის ენრიკემ პრესასთან განაცხადა: “ჩვენ გვინდა გავხდეთ საუკეთესო დუბლები, დუბლები “ბარსელონასი”. ახლა ნამდვილად ახლოს ვართ ამ აღიარებასთან, მაგრამ დარჩენილია 9 მატჩი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი. ახლა მხოლოდ ერთი მიზნით ვასპარეზობთ, გავხდეთ საუკეთესო კანტერა “ბარსელონასი” და თუ სხვა მიზნებისთვისაც შევძლებთ ბრძოლას, უკეთესი იქნება”.