ერნესტო ვალვერდემ ლუის სუარესი “ვალენსიასთან” მატჩის განაცხადში შეიყვანა. ურუგვაელმა ფორვარდმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მოიშუშა, რომელიც მას “ატლეტიკთან” დაპირისპირების შემდეგ აწუხებდა.
“ვალენსია” ლა ლიგაში სუარესის მეორე ყველაზე “საყვარელი” მეტოქეა. ლუისს “ბარსელონური” კარიერის განმავლობაში “ღამურების” წინააღმდეგ 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული (10 პრიმერა დივიზიონში, 3 კოპა დელ რეიზე), სადაც აქტივში 10 გოლი ჩაიწერა. ამაზე მეტჯერ (ესპანურ გუნდებს შორის) ურუგვაელმა თავი მხოლოდ “რეალთან” გამოიჩინა – 11.
მოსალოდნელია, რომ დღეს თავდასხმაში სუარესის, გრიზმანისა და კარლეს პერესის ტრიოს ვიხილავთ. მესი არათუ დღეს, “ბორუსიასთანაც” კი შეიძლება დააკლდეს “ბლაუგრანას”.




ჯეკაა მიდი დადუბლეე <3
მიდი სუა უნდა ტენო გოლი ვალენსიას