“ბარსელონას” “კამპ ნოუზე” 29 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. ეს ის დღე იყო, როცა “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი ოსტეოსარკომით გარდაიცვალა.
ლა ლიგის მესამე ტურში ყველა მატჩი წუთიერი დუმულით დაიწყო. ასეთივე სიტუაცია იყო “ოსასუნა”-“ბარსელონას” მატჩის დროსაც.
გუნდს კიდევ ერთხელ სურს გამოხატოს პატივისცემა პატარა გოგოს მიმართ და აღუთქვას დახმარება “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ოჯახს, მომხდარი ტრაგედიის გამო.



