მესის გარეშე ჩატარებული ბოლო 7 მატჩი: 1 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება

მესის გარეშე ჩატარებული ბოლო 7 მატჩი: 1 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება

აგვისტოში მიღებული დაზიანების გამო ლიონელ მესის ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია. კაპიტნის გარეშე “ბარსელონა” თავის თავს არ ჰგავს – ერთი მოგება უარგენტინელოდ გამართულ ბოლო 7 შეხვედრაში.

  • “ოსასუნა” 2:2 “ბარსელონა”
  • “ბარსელონა” 5:2 “ბეტისი”
  • “ბილბაო” 1:0 “ბარსელონა”
  • “სელტა” 2:0 “ბარსელონა”
  • “უესკა” 0:0 “ბარსელონა”
  • “სევილია” 2:0 “ბარსელონა”
  • “ლევანტე” 2:1 “ბარსელონა”

საკმაოდ საინტერესოა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი 7 შეხვედრიდან კატალონიურმა გრანდმა საშინაო არენაზე მხოლოდ ერთი ჩაატარა და ისიც მოიგო. ამჯერად, 32 წლის ფორვარდის გარეშე “ბარსელონა” “ვალენსიას” სწორედ “კამპ ნოუზე” დაუპირისპირდება, რაც სტატისტიკურად, ჩვენს შანსებს ზრდის.

“ბარსას” პირველი გუნდის წევრის რანგში ჩატარებულ 15 სეზონში ლეოს 194 მატჩი აქვს გამოტოვებული. ამის მიზეზი უმეტესად როტაციაა. ტრავმის გამო თამაშგარეთ ყოფნა ლეოს მხოლოდ 64-ჯერ მოუწია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს არგენტინელი დაბრუნებას. 17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში “ბარსელონა” “ბორუსიას” ეწვევა. ახლო წარსულში Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ მესი შეხვედრამდე ერთი დღით ადრე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 14 სექ 2019, 15:52

    ძალიან გვაკლია მესი ძალიან

  • barca`barca
    schedule 14 სექ 2019, 15:05

    ფაქტი სახეზეა.. აი ესაა ბარსა მესის გარეშე.. სანამ ვინმე მისი მსგავსი მაინც არ განოჩნდა(( რეალიც რონის გარეშე ანალოგიურ გაჭირვებაშია

  • GioO_FCB
    schedule 14 სექ 2019, 14:07

    ციტატა: messi and iniesta
    იმედის ფსონზე დარეკვა მინდა და ნომერი ვერ გავიგ 2604862 წონ რამე უნდა თუ არა


    032 წინ და მერე რაც გიწერია

  • messi and iniesta
    schedule 14 სექ 2019, 13:30

    იმედის ფსონზე დარეკვა მინდა და ნომერი ვერ გავიგ 2604862 წონ რამე უნდა თუ არა

  • Don_Andresito
    schedule 14 სექ 2019, 13:28

    რეალს ხო მივასვით ზატო ორჯერ ჯამში 8-1