გასულ ზაფხულში იასპერ სილესენი “ვალენსიას” დაახლოებით 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან კატალონიელებთან 3 სეზონი გაატარა. ამ შაბათს ჰოლანდიელი “კამპ ნოუზე” დაბრუნდება, ოღონდ არა “ბლაუგრანას” ფერებში.
Diario Sport-თან ინტერვიუში მან მატჩამდე არსებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
“ბარსელონა” კარგი გუნდია და ჩვენ მათთან გაგვიჭირდება. ჩვენთვის კარგი იქნებოდა, თუ მათი შემტევი ტრიო სრულყოფილი არ იქნებოდა, მაგრამ მათ გარდა “ბარსაში” ბევრი კარგი ფეხბურთელია და “კამპ ნოუზე” თამაში არცთუ ისე იოლია.”
“რთული თამაშები მომწონს. ჩვენ კარგი შედეგებისკენ მივისწრაფვით და ვიმედოვნებთ, რომ “კამპ ნოუზე” კარგად ვითამაშებთ. მოგება მინდა.”
30 წლის მეკარემ “ბარსას” რიგებში 32 მატჩი ჩაატარა. “ბარსელონაში” იგი, როგორც მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელი განიხილებოდა. “ვალენსიაში” კი იგი სასტარტო შემადგენლობის წევრია.
იასპერ როგორ მიყვარხარ
როგორ მიყვარს ბევრი კაი სეივი მას ❤️❤️🥰🥰