“ბარსელონას” გერმანელი ჰავერც კაი მოუნდა

“ბარსელონას” გერმანელი ჰავერც კაი მოუნდა

“ლევერკუზენის” ნახევარმცველი ჰავერც კაი, დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულში გუნდს დატოვებს.

Kicker-ის ინფორმაციით, “დორტმუნდი” დაინტერესებულია 20 წლის ფეხბურთელით და 2020 წლის ზაფხულში მის გაფორმებას გეგმავს. შეთავაზება გაკეთებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ სანჩო გუნდიდან წავა.

მიუხედავად ამისა, “ბაიერნს”, “ბარსელონასა” და “რეალს”, რომლებიც ასევე დაინტერესებულები არიან გერმანელი ფეხბურთელით, აქვთ უფრო მეტი შანსი, ვიდრე დორტმუნდელებს, ამტკიცებს Bild-ი.

ბუნდესლიგის წინა სეზონში ჰავერცმა, 34 მატჩში, 17 გოლი გაიტანა და 4 ზუსტი გადაცემა გააკეთა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • Sergio5
    13 სექ 2019, 17:53

    მე როგორც ლევერკუზენის დიდი გულშემატკივარი (ჩემი მეორე საყვარელი გუნდია და სულ ვუყურებ მაგათ თამაშებს) გეუბნებით რო უძალიანმაგრესი ტიპია, შარშან მარტომ ათრია ლევერკუზენი და ლიგაზე გაიყვანა, მარა ბარსელონაში ვერც ამის პოზიციას ვნახავთ და ვერც გაიხსნება

  • basa7
    13 სექ 2019, 17:35

    ძალინ მაგარი ბიჭია