ანტუან გრიზმანმა ცოტა ხანი უნდა მოიცადოს, რათა მესისთან თამაშის ოცნება აიხდინოს. Sport-ის ცნობებით, არგენტინელი ვარსკვლავის აღდგენითი სამუშაოები იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ველოდით და სამედიცინო შტაბმა მისი “ვალენსიასთან” თამაში გამორიცხა. უკეთეს შემთხვევაში, ფრანგ შემტევს ლუის სუარესთან თამაში შეეძლება, რომელიც დაბრუნების ფინალურ პროცედურებს გადის, რათა უქმეებისთვის მზად იყოს.

მესის დაშავება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით

ცნობილი გახდა, რომ მესი “ვალენსიასთან” თამაშს ვერ შეძლებს, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან ტრავმა იმაზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ხმაური, რომელიც გამოწვეულია კლუბისა და ფეხბურთელის მიერ, საჭიროა მაქსიმალურად განეიტრალდეს. სხვა საკითხია ოპტიმისტური მოლოდინები. ტრავმა უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა, მაშასადამე საჭიროა სიფრხილე.

რაც არ უნდა იყოს დაშავების მიზეზი, ეს “ბარსასთვის” უფრო დიდი იმედგაცრუებაა, რადგან მესის მარჯვენა ფეხი მანამდეც დაუზიანებია, რაც დიდხანს გრძელდებოდა. 5 აგვისტოს, განახლებულ შემადგენლობასთან მისი პირველი ვარჯიშის შემდეგ, მას ჯერ კიდევ არ ჰქონია დებიუტი. “ბილბაო”, “ბეტისი” და “ოსასუნა”, სამი თამაში და 6 კვირა გუნდის თილისმას გარეშე, რაც გულშემატკივართათვის მარადისობად იქცა.

ძალიან მალე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება, სადაც “ბარსელონა” პირველ მატჩს “დორტმუნდის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რაც არგენტინელისთვის იქნება გამოწვევა, რათა იყოს მზად. სამშაბათი ახლოვდება და კვლავ არავის გააჩნია იმის გამბედაობა, რომ მოგვცეს გარანტიები, რადგანაც არავის სურს განმეორდეს ის, რაც მოხდა “ბეტისთან” მატჩამდე. მესიმ დისკომფორტი იგრძნო, მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ვალვერდემ ეს ყველაფერი კარგად აღნიშნა, როდესაც თქვა, რომ გარისკვა არაა საჭირო, როცა საქმე მესის ეხება.

სუარესის სიტუცია ნიშნავს იმას, რომ “კამპ ნოუზე” ყველაფერი არცთუ ისე ცუდადაა. მან დაზიანება 16 აგვისტოს, “ბილბაოსთნ” მიიღო და მას მწვანე შუქს სავარაუდოდ პარასკევისთვის აუნთებენ.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • MTG8
    schedule 13 სექ 2019, 11:54

    ერთერთ უცხოურ ბარსელონას ფან ფეიჯზე წავიკითხე, 99% ჭორია, მაგრამ მთლად რეალობასაც არაა აცდენილი, შეიძლება იყოს რაღაც სიმართლის მარცვალი.
    “მესის ტრავმა არ აქვს, იგი არ ითამაშებს სანამ ვალვერდე იქნებაო”
    ნეტა მართლა დაპრესოს ბართომეუ,იქნებ ასე მაინც გვეშველოს.

  • KING_BARCA
    schedule 13 სექ 2019, 08:36

    ყველაფერი ერთმანეთში აიხლართა… რაღაც ვერაა ისე… ძაან უსიამოვნო სიტუაციაა, საშინლად არმომწონს ეს ყველაფერი…