ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის გამორჩეული მომენტები „ბარსელონურ“ კარიერაში: „ლევერკუზენის“ განადგურება

მესის გამორჩეული მომენტები „ბარსელონურ“ კარიერაში: „ლევერკუზენის“ განადგურება

FourFourTwo-სთან ინტერვიუში, მესიმ “ბარსელონური” კარიერის მორიგი გამორჩეული მომენტი გაიხსენა. ამჟამად, ყურადღების ცენტრში “ლევერკუზენთან” დაპირისპირება მოხვდა.

“ბარსელონა” 7:1 “ბაიერ ლევერკუზენი”, ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი, 2012 წლის 7 მარტი.

“შესანიშნავი ღამე! გატანილი გოლების გადახარისხება არ შემიძლია, რადგან გულწრფელად არ მჯერა, რომ ერთი რომელიმე ბურთი, მეორეს სჯობდა.

აღფრთოვანებული ვიყავი ხუთი გოლის გატანითა და ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვებით. იმ მომენტში არ გამიაზრებია, რომ პირველი მოთამაშე ვიყავი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მსგავსი შედეგი დააფიქსირა. მხოლოდ იმით ვიყავი ბედნიერი, რომ, როგორც გუნდი, კარგად გამოვიყურებოდით. გულწრფელი რომ ვიყო, ჩემთვის პრიორიტეტი “ბარსას” მოგებაა – ეს კოლექტიური თამაშია, პარტნიორების გარეშე კი ვერაფერს გავხდებოდი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში