workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
ბარსელონამ სერჟინიო დესტის ტრანსფერიდან შესაძლოა 5 მილიონი გამოიმუშაოს

ბარსელონამ სერჟინიო დესტის ტრანსფერიდან შესაძლოა 5 მილიონი გამოიმუშაოს

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ლევერკუზენის “ბაიერი” სერჟინიო დესტის დამატებით ინტერესდება. კლუბი ამერიკელ მცველს ალეხანდრო გრიმალდოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.

ამჟამად დესტის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ გერმანული კლუბი ამ ზაფხულს მის სანაცვლოდ ამ თანხას გადაიხდის, ტრანსფერიდან “ბარსელონა” 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ეს იმით არის განპირობებული, რომ კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელის გასხვისებისას ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტი გაითვალისწინა, რომლის მიხედვითაც, მოთამაშის მომავალი გაყიდვიდან გარკვეული პროცენტი სწორედ “ბარსელონას” ეკუთვნის. ეს ფინანსური სარგებელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბისთვის ნამდვილად სასიამოვნო ბონუსი იქნება.

სერჟინიო დესტი “ბარსელონაში” 2020-2024 წლებში ირიცხებოდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 72 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც “პსვ ეინდჰოვენში” უფასოდ გადავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 02 ივლ 2026, 19:18
    #4

    რა ჯანდაბად უნდათ ნეტა

  • La Pulga10
    La Pulga10shield ვეტერანი
    schedule 02 ივლ 2026, 14:45
    #2

    დესტი კიარა ატლეტიკომ გრიმალდო წაიყვანა 20 მლნ ევროდ. აგერ რეალი ბასტონის იფორმებს. ჩვენ კიდე ღვერებს ვიფხანთ.

    • joy
      joyeco ახალბედა
      schedule 02 ივლ 2026, 16:02
      #3

      ლაპორტა დეკუს ეგ ღვერებიც არა აქვთ და ჯერ აკვირდებიან სად მოიფხანონ 😂😂😂😂

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 02 ივლ 2026, 14:45
    #1

    უფასოდ რატომ, არ ვარგოდა?