11 სექტემბერი კატალონიის ნაციონალური დღეა, რომელიც ცნობილია როგორც “La Diada”. “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ დელეგაციას რაფაელ კაზანოვას ძეგლამდე გაუძღვება, სადაც ტრადიციულად ყვავილებს დატოვებენ.
დირექტორები ჟორდი კარდონერი, ჟორდი მოიში, ჟოსეპ რამონ ვიდალ-აბარკა, მარია ტეიშიდორი, ემილი რუსო, ორიოლ ტომასი, ხავიერ ვილაჟოანა და ტერესა ბასილიო, გაყვებიან კლუბის პრეზიდენტს, როგორც სხვა კლუბის წარმომადგენლები, რომელბიც კატალონიურ კლუბთან დაკავშირებულები არიან.
ეს იქნება მე-100 საიუბილეო წელი პირველი მონაწილეობიდან, რომელიც 1919 წელს შედგა.