ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” გიჟური სექტემბრისთვის ემზადება – 7 მატჩი 4 კვირაში

“ბარსელონა” გიჟური სექტემბრისთვის ემზადება – 7 მატჩი 4 კვირაში

სანაკრებო პაუზა სრულდება და მალე “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელი კატალონიის დედაქალაქში დაბრუნდება.

კატალონიელებისთვის სექტემბერი დატვირთული თვე იქნება. ერნესტო ვალვერდეს გუნდი 4 კვირაში 7 მატჩს ჩაატარებს. თავდაპირველად, “ბარსელონა” “ვალენსიას” უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თამაშისთვის მზად იქნებიან გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელები – ლუის სუარესი, ლიონელ მესი და ჟუნიორ ფირპო. “ვალენსიას” შემდეგ (14 სექტემბერი), “ბლაუგრანა” “გრანადას” ეწვევა (21 სექტემბერი), “ვილიარეალს” უმასპინძლებს (24 სექტემბერი), მადრიდში გაემგზავრება, რათა “ხეტაფეს” დაუპირისპირდეს (28 სექტემბერი) და “კამპ ნოუზე” “სევილიას” მიიღებს (6 ოქტომბერი). ლა ლიგაში “ბარსელონამ” 3 თამაშში მხოლოდ 4 ქულა დააგროვა, ამიტომ შემდგომ მატჩებში შეცდომის დაშვება, შესაძლოა, კატალონიელებს ძვირად დაუჯდეთ.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონთა ლიგა. დროის ამავე მონაკვეთში კატალონიელები ყველზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ორ მატჩს გამართავენ – “ბორუსიას” (17 სექტემბერი) და “ინტერის” წინააღმდეგ (2 ოქტომბერი).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 10 სექ 2019, 00:23

    ჭკვიანურად თუ გამოიყენებს როტაციებს ვალვერდე მარტივად გადავივლით ამ თვეს

  • Bussi
    schedule 09 სექ 2019, 23:41

    ყველა რომოვიგოთ დიდი სიტყვა იქნება ნათქვამი.

  • Andres_Iniesta
    schedule 09 სექ 2019, 22:03

    ეჭვი მაქვს ამისთვის ისვენებდნენ სუა და მესი.
    იმედია მაქსიმალურად არ დავკარგავთ ქულებს და ლიგას ორივეს მოვიგებთ..