ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომაა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიისთვის შეუმჩნეველი?

რატომაა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიისთვის შეუმჩნეველი?

“ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ყველანაირად ცდილობს გერმანიის ნაკრებში თავი დაიმკვიდროს, როგორც ნომერ პირველმა. იგი შეუცვლელია “კამპ ნოუზე”, ასევე ხვდება იმ მოკლე ჩამონათვალშიც, სადაც საუკეთესო მეკარის პრიზისთვის იბრძვიან, რაც განპირობებულია იმით, რომ საუკეთესო შეხვედრებს ატარებს, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც. მიუხედავად ამისა, ლიოვი უპირატესობას მანუელ ნოიერს ანიჭებს. ჰოლანდიის წინააღმდეგ ნოიერის მიერ ოთხი გაშვებული გოლისა და დიდხნიანი ტრავმის შემდეგ, ტერ შტეგენმა დაიმსახურა ის, რაც რეალურად მისია, თუმცა გერმანელი სპეციალისტის არჩევანი მაინც მიუნხენის “ბაიერნის” მეკარეზე ჩერდება.

ტერ შტეგენი შეწუხებულია არსებული სიტუაციით, თუმცა ნებაყოფლობით ითმენს, რათა საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცოს. ახლა გერმანელ მეკარეს მთელი მისი ყურადღება “ბარსელონაზე” აქვს გადატანილი და გერმანიაში დამკვიდრებისთვისაც ბევრს შრომობს.

ძნელი სათქმელია, რამდენად შეიცვლის ლიოვი აზრს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატამდე, მაგრამ ახლა მისი განზრახვა უცვლელია. “ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია: მანუელ ნოიერი ჩემთვის ნომერ პირველია, თუმცა ტერ შტეგენი ამ წელს მაინც მიიღებს საკუთარ შანსებს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 10 სექ 2019, 00:22

    დაახვიე რა ლიოვ აქედან სანამ კასტილებით არ დადგება ნოიერი მანამდე არ დააყენო შტეგო არა შენი დედა მივაცენზურე

  • Andres_Iniesta
    schedule 09 სექ 2019, 21:58

    ნოიერმა რაც 14 ში მსოფლიოზე ქნა იმის მერე შეუხებეელია. ნოიერია და მორჩა.
    თან დღეს გერმანული ფეხბურთიდან ვინც ნ1 ია ისევ ნოიერია.
    სახეა ერთგვარი.
    შტეგოს არ გაუმართლა უბრალოდ რო ნოიერის დროს მოუწია, არც იმაში რო ტრამვა არ მიიღო.
    ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდა :დდ

  • 10გიო10
    schedule 09 სექ 2019, 20:15

    აქ დიდ როლს ბავარიაში თამაშსაც ანიჭებენ რადგან გერმანული გუნდია სა ასე შემდეგ…ნოიერის დაკნინება არც მინდა ერთ-ერთი საუკეთესოა მაგრამ შტეგენი რომ აშკარად მეტ დროს იმსახურებს ესეც იცის ყველამ(ლიოვის გარდა რომელიც მიკერძოებულია)

  • dembelle
    schedule 09 სექ 2019, 19:58

    არვიცი ამას რა უწოდო იმენა რაკში უძვრება ნოიერს რაა მაგრამ კარგია ბარსასთვის მეტს მოინდომებს ტერო