ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და “ხიმნასია და ესგრიმას” მოქმედმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ მოყვა, თუ როგორ სწავლობდა ლიონელ მესი საჯარიმო დარტყმების შესრულებას, როდესაც არგენტინის ნაკრებში ისინი ერთად მუშაობდნენ.
“მე საუკეთესო მესისთან ვმუშაობდი. ვერავინ დამარწმუნებს საწინააღმდეგოში, რადგან მას 5 ფეხბურთელის მოტყუება შეეძლო – ის ფენომენი იყო. თუმცა მას, საჯარიმო დარტყმების შესრულებაში პრობლემა ჰქონდა. ყოველ ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩვენ ლეოს ვტოვებდით და ვაძლევდით საშუალებას, რომ სტანდარტულები შეესრულებია. მალე მან ძელზე მორტყმა ისწავლა.
მე არ ვასწავლიდი მას საჯარიმოების შესრულებას. მან უბრალოდ მკითხა, თუ როგორ ვახერხებდი ასეთი სიტუაციებიდან გოლების გატანას. მე ვუპასუხე: “ბურთს უბრალოდ ცენტრში უნდა დაარტყა. ამის სწავლებისთვის მე ოსკარს არ მომცემენ.” მან კი მომიგო: “მაგრამ მე შუაში ვურტყამ და ბურთი სხვადასხვა მიმართულებებით მიფრინავს.” მე დავამშვიდე: “ნუ ღელავ, მალე ყველაფერი გამოგივა.” ახლა კი იგი საჯარიმო დარტყემს საერთოდ აღარ აფუჭებს.” – ციტირებს მარადონას Goal.




ბოლო სეზონებია იმენა პენალტებივით ურტყავს ჯარიმებს ლომი
ეს ამბავი მართლაც იყო, მაგრამ დიეგომ საერთოდ სხვანაირი რჩევა მისცა.