“ბარსელონას” პირველი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე

“ბარსელონას” პირველი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე

დორტმუნდის “ბორუსიასთან”, მილანის “ინტერთან” და პრაღის “სლავიასთან” ერთად, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა. კატალონიური გუნდის პირველი მეტოქე “დორტმუნდი” იქნება – კლუბი, რომელსაც ევროტურნირებზე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. 

ისტორია

კლუბი 1909 წლის 19 დეკემბერს დაარსდა, მაგრამ ტიტულების მოგება ძირითადად 90-იანი წლებიდან დაიწყო. “ბორუსია” გერმანიის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა (ბოლოს 2011/12 სეზონში), 6-ჯერ მოიგო ქვეყნის სუპერ თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა (1996/97) და თასების მფლობელთა თასი (1965/66). 

2012/13 წლებში, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მიუნხენის “ბაიერნთან” დამარცხდა, 1997 წელს კი სუპერ თასი წააგო – “ბარსელონასთან”.  

ახლანდელი მდგომარეობით, “დორტმუნდი” UEFA-ს კოეფიციენტების მიხედვით ევროპაში მე-13 ადგილს იკავებს. 

მიმდინარე სეზონი

“ბორუსიამ” სეზონი გერმანიის სუპერ თასზე “ბაიერნის” დამარცხებით დაიწყო (2-0), ბუნდესლიგაში კი პირველი ორი მატჩი მოიგო, მესამე ტურში კი “უნიონ ბერლინთან” დამარცხდა. ამ შედეგით, კლუბი სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. 

სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, გუნდში შემდეგი მნიშვნელოვანი ტრანსფერები განხორციელდა: 

მოვიდნენ: მატს ჰუმელსი (“ბაიერნი”), იულიან ბრანდტი (“ლევერკუზენი”), ტორგან აზარი (“მიონხენგლადბახი”)

წავიდა: კრისტიან პულიშიჩი (“ჩელსი”)

გუნდს შვეიცარიელი ლუსიან ფავრი წვრთნის, რომელიც 4-2-3-1 სისტემას ანიჭებს უპირატესობას. აქამდე, მას “ციურიხში”, “ჰერტაში”, მიონხენგლადბახის “ბორუსიაში” და “ნიცაში” უმუშავია. 

ურთიერთშეხვედრები

 

“ბარსელონა” და “დორტმუნდი” ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ. მატჩები 1997 წელს, ევროპის ორმატჩიანი სუპერ თასის ეგიდით გაიმართა. 

“კამპ ნოუზე” გამართული პირველი შეხვედრა “ბარსამ” 2-0 მოიგო. გოლები ლუის ენრიკემ და რივალდომ გაიტანეს. საპასუხო მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. თავი ჯოვანი სილვამ და იორგ ჰაინრიხმა გამოიჩინეს. 

სტადიონი

პირველი ტურის მატჩი “სიგნალ იდუნა პარკზე” გაიმართება, რომელიც 81 360 გულშემატკივარს იტევს და ამ მაჩვენებლით გერმანიაში პირველი, ევროპაში კი მეხუთეა. 

სტადიონი 1974 წლის 2 აპრილს გაიხსნა და “ვესტფალენშტადიონი” ერქვა. 

“დორტმუნდი”-“ბარსელონას” შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • LashaBarca
    07 სექ 2019, 20:50

    პირველი ადგილი ამ სიკვდილის ჯგუფში ბარსასია. ამაში ეწვიც კი არ მეპარება. ბიჭებო ხო არ იცით DLS 2020 როდის გამოვა?

  • M10 S9 D11
    07 სექ 2019, 19:20

    უნდა დავადუღოთ დორტმუნდი მესიმ უნდა თხაროს ორივე იგრაში

  • Gega
    07 სექ 2019, 11:24

    მნიშვნელოვანია გერმანიაში ეს შევძლოთ 3 ქულის აღება, მართლა რთული ჯგუფია, მაგრამ მე ვფიქრობ,რომ ბარსელონა და დორტმუნდი გამოყოფენ პირველ მეორე ადგილს ინტერის ძლიერია მაგრამ დორტმუნდის უფრო დიდ პატივს ვცემ !