31 აგვისტოს, 19:00 საათზე, “ოსასუნასა” და “ბარსელონას” შორის ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრა გაიმართება. წარმოგიდგენთ შეხვედრის პრევიუს.
განვლილ 2 შეხვედრაში ხვალინდელმა მასპინძლებმა 4 ქულა დააგროვეს, ხოლო კატალონიელებმა 3. “ოსასუნას” ენრიკე ბარხა და უნაი გარსია დააკლდებიან, ხოლო ვალვერდეს გუნდს ნეტო, უსმან დემბელე, ლუის სუარესი და მესი ვერ დაეხმარებიან, შესაბამისად, სავარაუდო შემადგენლობაც ასე გამოიყურება:

- “ოსასუნას” წინააღმდეგ ლა ლიგის ეგიდით გამართულ გასულ 6 საგარეო შეხვედრაში, კატალონიელებმა მეტოქის კარი პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ აიღეს.
- მარცხენა ფლანგზე მოსალოდნელია ჟორდი ალბას დომინაცია, რომელმაც “ოსასუნას” სტადიონზე გამართულ ბოლო მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- 2016 წლის დეკემბრის შემდეგ, “ბარსელონა” ლა ლიგაში აღზევებულ გუნდს სტუმრად შვიდჯერ დაუპირისპირდა და აქედან 5 მატჩი მოიგო.
- “ოსასუნა” “ბარსელონასთან” დაპირისპირებას საკუთარ კედლებში 26-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება.
ურთიერთშეხვედრები:

ბომბარდირთა დავის საუკეთესო ექვსეული:
| № | გუნდი | ფეხბურთელი | გოლების რაოდენობა |
| 1-6 | რეალი | კარიმ ბენზემა | 2 |
| 1-6 | ბარსელონა | ანტუან გრიზმანი | 2 |
| 1-6 | ბეტისი | ლორენი | 2 |
| 1-6 | ვალიადოლიდი | სერჟი გვარდიოლა | 2 |
| 1-6 | ვილიარეალი | მორენო | 2 |
| 1-6 | ლევანტე | როჟერი | 2 |
დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ
ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, გილიემ ბალაგემ თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე "ბარსელონასა" და "პსჟ"-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები გაამხილა.
კატალონიურმა და პარიზულმა კლუბებმა ბრაზილიელი 200 მილიონ ევროდ შეაფასეს, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფრები" ამ თანხის სრულად გადახდას ვერ ახერხებენ და სურთ ტრანსფერში თავიანთი ფეხბურთელები ჩართონ.
მიუხედავად ამისა, როგორც აქამდე დაიწერა, უსმან დემბელემ, ივან რაკიტიჩმა და ჟან-კლერ ტოდიბომ "ბარსადან" წასვლაზე უარი თქვეს.
თუმცა, როგორც იუწყებიან, კლუბებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
ხვალ უნეჭველი უნდა მოვიგოთ.
ცუდია რო მესი არააა