ახლახანს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის ბოლო მატჩები დასრულდა და ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” ყველა შესაძლო მეტოქე გამოვლინდა.
კატალონიური კლუბი, როგორც ესპანეთის ჩემპიონი, პირველ კალათშია, მისი პოტენციური მეტოქეები კი შემდეგი გუნდები არიან:
მე-2 კალათი: დორტმუნდი, ნაპოლი, შახტარი, ტოტენჰემი, აიაქსი, ბენფიკა;
მე-3 კალათი: ლიონი, ლევერკუზენი, ზალცბურგი, ოლიმპიაკოსი, ბრიუგე, ინტერი, ზაგრების დინამო;
მე-4 კალათი: მოსკოვის ლოკომოტივი, გენკი, გალათსარაი, ლაიპციგი, სლავია, ცრვენა ზვეზდა, ატალანტა, ლილი.
UEFA-ს კოეფიციენტების გათვალისწინებით, “ბარსელონასთვის” ყველაზე რთული ჯგუფში მოხვდებიან “დორტმუნდი”, “ლიონი” და მოსკოვის “ლოკომოტივი”, ხოლო ყველაზე იოლში – “ბენფიკა”, ზაგრების “დინამო” და “ლილი”.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ხვალ, 29 აგვისტოს, თბილისის დროით 20 საათზე გაიმართება.
Barcelona
Dortmund
Inter
Lille
გაასწორებს ესეთი ჯგუფი