ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე: ნეიმარმა გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა

ჟერარ პიკე: ნეიმარმა გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა

“ბლაუგრანას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ ბარსელონაში გამართულ პოკერის ტურნირში მიიღო მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაციით, მან და არტურო ვიდალმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო მოიგეს.

ტურნირის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა პიკეს ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს: “ნეიმარი? მისი დაბრუნება გაგვიხარდებოდა, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.”

“მისი საქმე გახსნილია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ის ბოლო რამდენიმე დღეა, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ნეიმარმა გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.”

“დიახ, გუშინ გამიმართლა და მეორე ადგილზე გავედი. ეს მომენტი ნეიმართან გავიზიარე, რადგან ვიცი, რომ მას პოკერი უყვარს. ეს ჩვენი საერთო ჰობია.”

“მისი მომავალი? დიახ, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს პირადული საუბარი იყო.” – ციტირებს ჟერარ პიკეს სიტყვებს Cadena SER.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 28 აგვ 2019, 15:44

    იმედია ვერასოდეს ვერ დაბრუნდება ეს კლოუნი ბარსაში არ იმსახურებს ბარსას მაისურს

  • LM10
    schedule 28 აგვ 2019, 14:54

    პიკეეეეეეეეეეეეეე მაგრად მევასებიი

  • M S N G
    schedule 28 აგვ 2019, 14:43

    ციტატა: barca`barca
    იცის რო მოდის რა მეტი რაღა თქვას ;დ


    heart_eyes

  • barca`barca
    schedule 28 აგვ 2019, 14:03

    იცის რო მოდის რა მეტი რაღა თქვას ;დ

  • Jemo-barca
    schedule 28 აგვ 2019, 14:03

    იმედია შეაგბებინე რო დაბრუნდეს უკან !