“ბარსელონას” 16 წლის ფეხბურთელის, ანსუ ფატის მამამ თავის შვილზე ისაუბრა.
ანსუ ფატი ერთ-ერთმა სკაუტმა, ალბერ პუჩიმ “სევილიაში” აღმოაჩინა. მას უკვე ჰქონდა შეთავაზება “რეალისგან”.
“რეალისგან” შემოთავაზება გვქონადა, ისინი ბევრ ფულს გვთავაზობდნენ. თუმცა, ალბერ პუჩი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ “ბარსელონადანაც” იყვნენ დაინტერესებულები, რომლებსაც ჰქონდათ პროექტი. რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რასაც გულისხმობდნენ. ვიცოდით, რომ ეს იმუშავებდა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ ანსუ ასეთი მონსტრების გვერდით ითამაშებდა.”
ბორი ფატიმ ძირითად გუნდთან თავისი შვილის პირველი ვარჯიშიც გაიხსენა: “ჩემს მობილურს ხმა ჰქონდა ჩაწეული, ამიტომ არც კი ვიცოდი. მან დედამისს დაურეკა: “დედა, პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ.” შოკში ვიყავი, ვერ ვიჯერებდი.”
მან ოჯახის ბოლო რამდენიმე დღეც აღწერა: “მამა, მუცელში არაფერი ჩამდის. ვერ ვჭამ, ვერ ვიძინებ.” ვინ არიან მისი კერპები? მწვრთნელები, რომლებიც “ბარსელონაში” ჰყავდა.”
“ახლა შემიძლია მოვკვდე, რადგან უკვე ვნახე, ჩემი შვილის დებიუტი პირველ გუნდში. ეს უკანასკნელი არ იქნება. ის კიდევ ბევრჯერ ითამაშებს.” – ციტირებს ბორი ფატის სიტყვებს Sport.




http://sport.adjara.com/items/2150083?fbclid=IwAR1oAB-ehElYIpOErs_gMkw7d4wJtbmHORcYfmdY8qTSWr8Evli0sFi1XY4
ეს არ იყო გოლი, ბურთი ბარსას დროს მოხვდა ბადეს გარედან და ეგონა რო ბარსამ გაიტანა, უფროსებმა აუხსნე რო გოლი არ იყო.
გვინეა-ბისაუელია.
წარმატებები რა ემოციური სტყვებია და დასაფასებელიი მინდა დის წარმატებას მიაღწიოს ამ პატარა ბიჭმაა ბარსაში <3
მესის შვილის რეაქცია ნახეთ ბეტისის გოლზე რა გნიდა ბავშვია
http://sport.adjara.com/items/2150083?fbclid=IwAR1oAB-ehElYIpOErs_gMkw7d4wJtbmHORcYfmdY8qTSWr8Evli0sFi1XY4
ყოჩაღ მამას.
ნეიმარის მამასნაირი ხამი არააა აშკარად
ეროვნება?