ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ შეუწყობს ხელს პაულო დიბალა ნეიმარის “ბარსელონაში” ტრანსფერს?

როგორ შეუწყობს ხელს პაულო დიბალა ნეიმარის “ბარსელონაში” ტრანსფერს?

კატალონიური Sport-ის ცნობით, ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნებაში, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი პაულო დიბალამ ითამაშოს. 

დიბალა, სავარაუდოდ, “იუვენტუსში” არ დარჩება. “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “ტოტენჰემთან” უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, საქმეში “პარი სენ-ჟერმენი” ჩაერთო. თუ Daily Mail-ს დავუჯერებთ, ფრანგული კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო და ფეხბურთელის წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ. ტრანსფერის ღირებულება 80 მილიონი იქნება. 

იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, პსჟ, რომელიც ასეთ სიტუაციაში ნეიმარის დარჩენის იდეით დიდად მოხიბლული ისედაც არ არის, მის გაშვებას კიდევ უფრო გააადვილებს და აღარც “ბარსელონაში” ტრანსფერს დაბლოკავს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • bua12
    schedule 19 აგვ 2019, 23:20

    ვინმე დატოვეთ ვინც ნეიმარის ტრანსფერს ხელს არ შეუწყობს?

  • LUKA LUKA BARCA
    schedule 19 აგვ 2019, 22:35

    რთული თემაა 😁😁 მაგრამ ნეიმარს თუ მოიყვანენ 👌…. ძაან მაგარი იქნება