ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაშვებული გოლის შემდეგ პიკე დემბელეს გაუბრაზდა

გაშვებული გოლის შემდეგ პიკე დემბელეს გაუბრაზდა

გუშინ, “ბარსელონა” “ბილბაოსთან” 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი არიც ადურისმა 89 წუთზე გაიტანა, რაშიც “ბლაუგრანას” ახალგაზრდა ფეხბურთელს, უსმან დემბელეს დიდი წვლილი მიუძღვის.

1. “ბილბაოს” ფეხბურთელები აუტიდან ბურთს აწვდიან. ალბა ცდილობს მეტოქეს ხელი შეუშალოს და თავის პოზიციას უსმანის იმედზე ტოვებს…

2. “ბილბაოს” ფეხბურთელმა, ანდერ კაპამ აუტი მოაწოდა და მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა. დემბელე მას ყურადღებას არ აქცევს…

3. დემბელე გამოფხიზლდა და მოძრაობა დაიწყო. წესით, მას სისწრაფეში უპირატესობა უნდა ჰქონდეს…

4. დემბელეს კაპამ გაასწრო…

5. დემბელე უყურებს, თუ როგორ აძლევს კაპა ადურისს საგოლე გადაცემას…

[media=https://www.youtube.com/watch?v=kV9x8x7-N7s]

Mundo Deportivo-ს ცნობით, ჟერარ პიკე გაშვებული გოლის შემდეგ, დემბელეს მოედანზევე ძალიან გაუბრაზდა, რადგან ჟორდი ალბა სწორედ უსმანს უნდა დაეზღვია, თუმცა…

მატჩის შემდეგ, ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა ასეთი კომენტარიც გააკეთა: “ბურთს აუტიდან აწოდებენ, კაცს არ მიჰყვები… ეს მცირე დეტალებია. და სწორედ ამ დეტალებს შეუძლია “მოგკლას”. – ციტირებს პიკეს სიტყვებს Mundo Deportivo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (21)

  • neo222
    schedule 18 აგვ 2019, 09:28

    ეს პიკე მაგარი გამო.სსს…ულია, ანდორა იყიდა კიდა რაგაცა გუნდი მეოტხე დივიზოიონსჰი. დევისის თასიც უნდა, ფეხბურთის მატჩისას გამოტენილი ექნება იქაური ამბებით თავი, რის კონცენტრირებას მოახდენს , ბოლო პერიოდის ჩავარდნებში, პიკეს დიდი წვლილი მიუძღვის