workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრე ვილაშ-ბოაში: ნეიმარს მესისა და რონალდუს შეცვლა შეეძლო

ანდრე ვილაშ-ბოაში: ნეიმარს მესისა და რონალდუს შეცვლა შეეძლო

ფრანგული “მარსელის” მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მიიჩნევს, რომ “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ ნეიმარმა თამაშს უკლო.

“ნეიმარი, მსოფლიო ფეხბურთში, მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩემთვის, ის იყო ფეხბურთeლი, რომელსაც “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში მესისა და რონალდუს შეცვლა შეეძლო. თუმცა, მან ვერ აღიდგინა ის თვისებები, რომლებსაც “ბარსელონაში” აჩვენებდა.

საფრანგეთის ჩემპიონატისთვის უკეთესი იქნება, თუ ნეიმარი დარჩება. ამ მოთამაშეს ფეხბურთში თავისი სახელი აქვს. ეს იმ სიტუაციას ჰგავს, როდესაც პსჟ-ში რონალდინიო თამაშობდა. საფეხბურთო სამყაროს ასეთი მოთამაშეების ყურება უყვარს. არ ვიცი, რა მოხდება. კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგან პსჟ-ს მწვრთნელი არ ვარ.” – ციტირებს ვილაშ-ბოაშის სიტყვებს Goal.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 15 აგვ 2019, 17:11
    #1

    შეეძლო მარა თავის თავს დააბრალოს