ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო: “ბარსელონას” პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს

რივალდო: “ბარსელონას” პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს

“ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი, რივალდო თვლის, რომ კატალონიურმა კლუბმა ამ სეზონში აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გააკეთოს.

“ამ სეზონში “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უნდა კონცენტრირდეს. ტიტულზე, რომლის მოგებისთვის კლუბი და მისი ფანები რამდენიმე წელია იბრძვიან.”

“რა თქმა უნდა, მათ ლა ლიგა თავიანთ კონკურენტებს არ უნდა დაუთმონ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ტურნირის ზოგიერთ მატჩში ვალვერდემ შანსი ახალგაზრდებს უნდა მისცეს.”

“ლა ლიგის წაგებას დიდ წარუმატებლობად არ ჩავთვლი, რადგან “ბარსელონა” ამ ტურნირზე მრავალი წელია დომინირებს. ახლა, პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს.” – ციტირებს რივალდოს სიტყვებს Betfair.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგა 2015 წლის შემდეგ არ მოუგია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 15 აგვ 2019, 00:27

    წინა სეზონშიც კონცენტრირებული იყო მარა ტრენერმა ჩაუსვარა გეგმებში წელსაც დარწმუნებული ვარ რო ლიგაზე ექნებათ აქცენტი და იმედია ის ცხვირგასიებული არაფერს მიქარავს