workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიას 3 იტალიური გუნდი იწვევს

რაფინიას 3 იტალიური გუნდი იწვევს

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევის, რაფინიას “ვალენსიაში” ტრანსფერი “ღამურების” პრეზიდენტის სურვილით ჩაიშალა. იმავე წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი კარიერას, დიდი ალბათობით, იტალიაში განაგრძობს.

რაფინიათი 3 იტალიური კლუბია დაინტერესებული. ერთ-ერთი მათგანია “ფიორენტინა”, მაგრამ რაფინია უპირატესობას ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდს ანიჭებს, ასეთი კი ორია – “ინტერი” და “ატალანტა”.

ბრაზილიელს იტალიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. “ინტერში” იჯარით ყოფნის დროს მან 17 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ცნობილია, რომ “ბარსელონა” ფეხბურთელში, რომელსაც კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება, 15 მილიონს ითხოვს – 10 მილიონს თავიდან, ხოლო 5 მილიონს ბონუსების სახით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 13 აგვ 2019, 23:35
    #5

    გაუსვიტ რომელიც უფრო მეტს გადაიხდის იქ გაუშვით ლიჟბი აქ არ დარჩეს

  • Albicelecte
    schedule 13 აგვ 2019, 18:47
    #4

    არ არის ისეთი სუსტი ფეხბურთელი, როგორც ასე მოჩანს…
    ვალენსიამ დაიწუნა?უკეთესები ყავს? ყავდეს…
    ნებისმიერ წესიერ გუნდში, ვინც იყიდის და ვისთანაც 5-6 წლიანი კონტრაქტი ექნება, ბოლომდე არ დაიხარჯება?! თუ ნდობას გამოუცხადებენ?!

  • bua12
    schedule 13 აგვ 2019, 18:05
    #3

    დავიწვი უკვე ამის საცოდაობით

  • M S N G
    schedule 13 აგვ 2019, 17:17
    #2

    The Neymar-Madrid saga was something made up so that Barcelona could say ''Neymar chose to join us instead of Madrid''.

    Real Madrid didn't stand a chance since they need to sell €200m in order to get involved in the transfer.

  • ROUCH
    schedule 13 აგვ 2019, 16:53
    #1

    სანამ ფეხზე დგა მოიცილონ, ნუ მოინდომებენ ამით გამდიდრებას როცა ყველას კაპიკებად ყიდიან