workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია” რაფინიას შეძენას აღარ აპირებს

“ვალენსია” რაფინიას შეძენას აღარ აპირებს

“ვალენსია” “ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველის, რაფინია ალკანტარას შეძენას აღარ აპირებს, იტყობინება Sport.

წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა საბოლოოდ თქვა უარი რაფინიას შეძენაზე.

როცა “ღამურების” მთავარ მწვრთნელს რაფინიაზე ჰკითხეს, მან უპასუხა: “ჩვენ კიდევ სამი ფეხბურთელი გვჭირდება – ცენტრალური მცველი, მარცხენა მცველი და შემტევი.” ამიტომ, სავარაუდოდ, რაფინიას “ვალენსიაში” ვერ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს კონტრაქტი შემდეგ წელს ეწურება, ამიტომ “ბარსელონას” სურს, ის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 13 აგვ 2019, 23:30
    #4

    ფუ შენი რაა ვერ გავასაღეთ ეს ხრუსტალი

  • El pistolero 9
    schedule 13 აგვ 2019, 14:59
    #3

    მარჯვენა ვინგერზე ითამაშებს და დატოვონ ერთი წლით

  • barca`barca
    schedule 13 აგვ 2019, 14:01
    #2

    რა ცოდო გამოდგა ეს ბიჭი :(( გაყიდონ ამ იჯარებით რო დაათრევენ და შეარგონ ფეხბურთის თამაში რა !!

  • ROUCH
    schedule 13 აგვ 2019, 13:51
    #1

    ვერმაელენოვიჩია ტიპი, მადლი ქენით აჩუქეთ ვისმეს ხელფასს მაინც დაზოგავთ