ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო პრემიერ ლიგაში ამ ზაფხულს ვერ დაბრუნდება.
ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილიპე “არსენალში” ან “ტოტენჰემში” იჯარის წესით გადავიდოდა, თუმცა პრემიერ ლიგაში დაბრუნება გამოირიცხა.
დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელით “ბაიერნი” და ” იუვენტუსი” დაინტერესდა. ასევე, არ არის გამორიცხული ფილიპე პსჟ-ში გადავიდეს.
Sport-ის ცნობით, თუ “ბარსელონა” კოუტინიოს თაობაზე სარფიან წინადადებას არ მიიღებს, ბრაზილიელი კლუბში დარჩება.




ხოდა ამოალპეთ სკამზე ეს გვამი ძალათ რო ეტენება გუნდს იმდენი იუარა სხვაგან წასვლა რო ვერ მოვიცილეტ
ვალვერდეს ხელში ძნელია კოუს ათამაშება! ათამაშონ თავის პოზიციაზე და ნახავენ თუ რას წარმოადგენს ეს კაცი!❤️
რა დონია იგროკია არადა😑ვერ ვხვდები რატო უნდათ გაშვება ერთი სეზონის გამო,ასეთი ნებისმიერს შეიძლება დაემართოს😥აზარმა რო ერთი სეზონი ჩააგდო ჩელსიში და გუნდი რო 10 ადგილზე გავიდა მაშინ გაუშვეს აზარიიი??!!მითუმეტეს რო გუნდის ლიდერი იყო🤨კოუმ ეს კოპა გამთამაშებლის პოზიციაზე კარგად ჩაატარა და ლიდერი იყო ნაკრების და არაა 1,5 სეზონში გაშვება ასე მარტივი😮მჯერა რო ჩადგება ფორმაში ამ სეზონში და ჩააჯმევინებს კრიტიკოსებს😎😎😎