ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონადან” წასვლა უნდა, მაგრამ არა “ტოტენჰემში” – ამ სათაურით სტატიას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონას” თვის ბოლომდე დატოვებს, მაგრამ ის ინგლისში არ დაბრუნდება.
კოუტინიო “ტოტენჰემში” გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ლონდონელებმა ფინანსური დეტალები ბოლო მომენტში შეცვალეს და მოლაპარაკება ჩაიშალა. ამას ისიც ემატებოდა, რომ “დეზებში” გადასვლის დიდ სურვილს არც თავად ფეხბურთელი იჩენდა. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კოუტინიო ნისლიან ალბიონზე არ გადავა.
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” ნეიმარს დაიბრუნებს, კატალონიელებს კოუტინიოს გაშვება აუცილებლად მოუწევთ, რადგან კლუბს ორივე ფეხბურთელის ხელფასის გადახდა არ შეუძლია. საუბარია კოუტინიოს იჯარით გაშვებაზე, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ მისი ხელფასის გადახდა ბევრ გუნდს არ შეუძლია.
ბრაზილიელის გარშემო შექმნილ ვითარებას მიუნხენის “ბაიერნი” და ტურინის “იუვენტუსი” აკვირდებიან. ამ ეტაპზე, 27 წლის ფეხბურთელით მხოლოდ ეს კლუბები არიან დაინტერესებულნი.




იუვეს არაფერში არ სჭირდება და ბავარია 100 მილიონს არ გადაიხდის
იუვეს ბევრი ნახევარმცველი ყავს
ბაიერნი არარი გადამხდელი
ხო გაუშვით მალკომი ახლა მიაყოლეთ ეს მერე ლიგაზე ნახევარ ფინლაში რო დაიმტვრეს თუნდაც მესი ან გრიზმანი ან სუარესი მერე რობერტოებს ათამაშებთ სკამზე საჭიროა 3 მაგარი ოგროკის ყოლა როგირც რეალს მორატა ხამესი და ისკო ყავდა იყოს ეს მააგარი კაცია
Juventusshi aravitar shemtxvevashi da bavaria sheidzleba
გრიზმანს ჯობდა დიბალა ეყიდათ ჩილესთან ისე უგებდნენ მესი და დიბალა ერთმანეთს რომ ვერ ვხვდები ამას რატომ არ იყიდეს თანაც იუვე უშვებს და პრობლემა არ იქნებოდა ჩემთვის გაუგებარია თუნდაც ფელიში რა გრიზმანი,წელსაც იგივე იქნება უბრალოდ რეალის დამხობა იქნება სადაც შეგვხვდება იქ გადავხსნით ამის იმედი მაქვს ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოგების
გუშინ დემბელეს თამაში ნახე და ამას წერ ეხლა ?
კოუტინიო ვერ გაიხარებს სანამ მესი ითამაშებს, ყველამ ვნახეთ და ვიცით რო ეს ასეა
არ მინახავს
გუშინ დემბელეს თამაში ნახე და ამას წერ ეხლა ?
კოუტინიო ვერ გაიხარებს სანამ მესი ითამაშებს, ყველამ ვნახეთ და ვიცით რო ეს ასეა
რავი ყველას თავის აზრი აქ მაგრამ ამის წასვლას დემბელეს წასვლა მირჩევნია მე პირადად. იმიტომ რომ დემბელესთან შედარებით უნივერსალია და მეტ პოზიციაზე შეუძლია თამაში. რამდენია აქ ხელფასი ამას ან დემბელეს სად შეიძლება ვნახო