რამდენიმე წუთის წინ UEFA-მ ის ფეხბურთელები გამოავლინა, რომლებიც 2018/19 წლების გათამაშების თავიანთ პოზიციებზე საუკეთესო მოთამაშეობისთვის იბრძოლებენ.
საუკეთესო მეკარის ჯილდოზეა წარდგენილი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. საუკეთესო ნახევარმცველობისთვის იბრძოლებს ფრენკი დე იონგი, თუმცა ეს მისი “აიაქსში” თამაშის დამსახურებაა და არა “ბარსელონასი”. საუკეთესო თავდამსხმელის წოდების მიღების შანსი აქვს გასული გათამაშების საუკეთესო ბომბარდირს, ლიონელ მესის.
საუკეთესო სამეულები პოზიციების მიხედვით:
მეკარეები: ალისონ ბეკერი (ლივერპული), უგო ლორისი (ტოტენჰემი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა);
მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), მატიას დე ლიხტი (აიაქსი, იუვენტუსი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული);
ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (აიაქსი, ბარსელონა), კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული);
თავდამსხმელები: სადიო მანე (ლივერპული), ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი).
ჟიური, რომელმაც საუკეთესო სამეულები გამოავლინა, ასე დაკომპლექტდა: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე 32 კლუბის მთავარი მწვრთნელი (მათ თავიანთი ფეხბურთელებისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ); ევროპული სპორტული მედიის (ESM) მიერ შერჩეული 55 ჟურნალისტი; UEFA-ს წევრი ასოციაციებიდან თითო წევრი. ჟიურის ყველა წევრი თავის ფავორიტ 3 ფეხბურთელს ასახელებდა. პირველ ადგილზე გასული ფეხბურთელი 5 ქულას იღებდა, მეორეზე გასული – 3 ქულას, ხოლო მესამეზე – 1 ქულას.
პოზიციების მიხედვით გამარჯვებულები 29 აგვისტოს გამოვლინდებიან.
ხმები მიიღეს, მაგრამ სამუელებს მიღმა დარჩნენ “ბარსელონას” ფეხბურთელები ჟერარ პიკე (14 ქულა, მე-5 ადგილი) და სერხიო ბუსკეტსი (19 ქულა, მე-10 ადგილი).
ალისონი ვანდეიკი დე იონგი და მესი რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი
Vandeiks adzleven burts isw midisnyvelaperi …
ალისონი ვანდეიკი დეიონგი და მესი მოიგებენ
დე იონგი მგონია მეც მარა ერიქსენთან 50-50 ზეა. რაც მაგან ირბინა და იშრომა ცოდოა, ფრენკი კიდე მოიგებს მაგ ტიტულს. თავდასხმაში იმენა 2 აზრი არაა. ტიპებმა 3 ული ისე ვერ შეკრეს რო 1/4 ფინალიდან გამობუნძულებული რონალდო არ ჩაესვათ
მეკარეზე ალისონი უკონკურენტოა რადგან ნაპოლისთან პირადად მაგან გაიყვანა ლივე ჯგუფიდან ეგ რო არა ვერანაირ ლიგას ვერ ეღირსებოდნენ მცველზე ვან დეიკი აშკარაა ნახევარმცველზე ალბათ მაინც დე იონგი და თავდასხმელს კითხვა არც უნდა
მესი,დე იონგი.ვან დაიკ,ალისონი. ასე გადანაწილდება ალბათ.