“პარი სენ-ჟერმენი” ლიგა 1-ს პირველი მატჩის განაცხადში ნეიმარის შეყვანას აპირებს, იტყობინება Sport.
პრესეზონზე ნეიმარს პსჟ-ს არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, თუმცა პარიზელები ფეხბურთელის გამოყენებას ლიგა 1-ს პირველ შეხვედრაში, 11 აგვისტოს აპირებენ. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ამით სხვა გუნდებს ოფიციალური შეთავაზების რაც შეიძლება მალე გაკეთებას აიძულებენ.
ამ მატჩს პსჟ საშინაო მოედანზე გამართავს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ პარიზული კლუბის ფანები ნეიმარის მიმართ არ იქნებიან კარგად განწყობილები. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარს შეხვედრაში მონაწილეობის მიღება არ სურს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია ვრცელდება.




აუ როდის მორჩება ამ ნეიმარზე სტატიებით ტვინის ბურღვა
ხოდა მოიყვანონ რააა ხომ ხედავს ხალიფა რომ არც რეალს უნდა და არც იუვეს გამოგზვნოს ბარსაში. ციხეა თუ გუნდი ჯერ რაბიოს რა უქნეს ახლა ამას მოკლედ…