workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჟუნიორ ფირპოს ტრანსფერის ფინანსური მხარეები

ჟუნიორ ფირპოს ტრანსფერის ფინანსური მხარეები

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ” ახალგაზრდა მარცხენა მცველი, ჟუნიორ ფირპო შეიძინა. კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფეხბურთელში 18 მილიონ ევროს გადაიხდიდა და ამას ბონუსის სახით 12 მილიონი ევრო დაემატებოდა.

დღეს, Mundo Deportivo-ს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამ ტრანსფერის ფინანსური მხარეები დეტალურად მიმოიხილა:

  • ბონუსი ორ ნაწილად არის გაყოფილი: პირველი ნაწილი 5 მილიონი ევრო, მეორე – 7 მილიონი ევრო.
  • პირველი ნაწილი (5 მილიონი ევრო) დამოკიდებულია ფირპოს მიღწევებზე საკლუბო და სანაკრებო დონეზე. თუ ფეხბურთელი “ბარსელონაში” თამაშის პერიოდში ნაკრებში გამოიძახეს, კატალონიური კლუბი “ბეტისს” 2.5 მილიონ ევროს გადაუხდის. დარჩენილი 2.5 მილიონი კი “ბლაუგრანაში” მოგებულ ტიტულებზე იქნება დამოკიდებული.
  • მეორე ნაწილი (7 მილიონი ევრო) დამოკიდებული იქნება ფირპოს სათამაშო დროზე. ასე რომ, თუ ფეხბურთელი ვერ შეძლებს მოედანზე ხშირად გამოსვლას, “ბეტისი” ამ თანხას ვერ მიიღებს.
  • ტრანსფერის ფიქსირებულ საფასურს (18 მილიონი ევრო) “ბარსელონა” 20 თვის განმავლობაში სამ ნაწილად გადაიხდის.
  • ბოლოს, თუ “ბარსელონა” ფირპოს გაყიდვას მოისურვებს, “ბეტისი” ამ ტრანსფერისგან 20%-ს მიიღებს.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 06 აგვ 2019, 05:57
    #2

    აუ რა ჩახლართა ბართუშააამ

  • JasoN
    schedule 05 აგვ 2019, 23:15
    #1

    Aba daalpoben mashin am ubedurs satadarigo skamze :)))