ჟუნიორ ფირპოს შეძენის შემდეგ “ბარსელონას” უკვე ჰყავს ალტერნატივა მარცხენა მცველის პოზიციაზე. თუკი ჟორდი ალბას ტრავმა ექნება ან უბრალოდ დასვენება დასჭირდება, ერნესტო ვალვერდე ერთ ესპანელს მეორეთი ჩაანაცვლებს.
მას შემდეგ, რაც ჟორდი ალბა 2012 წელს “ვალენსიადან” გადმოვიდა, მისი პოზიციის ზუსტი შემცვლელი კლუბს არ ჰყოლია. იყვნენ ადრიანო კორეირა, ჟერემი მატიე, ლუკა დინი და ხუან მირანდა, თუმცა მხოლოდ ბრაზილიელს შეეძლო ეკეთებინა ის, რასაც ალბა რეგულარულად აკეთებდა.
ევროპის ჩემპიონს კი შანსი აქვს (21-წლამდელთა კატეგორიაში) მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.
იმედია ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ალბას
უმტიტი ისეთივე მარცხენა მცველია როგორიც დუგლასი იყო მარჯვნივ. საერთოდ რა იცი გაამართლებს თუ არა, სასწაულებს არავინ ითხოვს მაგისგან უბრალოდ ყველა პოზიციაზეა საჭირო სათადარიგო ფეხბურთელი, ისეთი ვისი ნდობაც შეიძლება. ალბას ძირითადიდან ამოგდება არც გვინდა, მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველია.
ალბა დღეს მის პოზიციაზე საუკეთესია მისი ამოგდება ძან რთული იქნება მაგრამ მჯერა რომ ეს ბიჭი გაამართლებს
მირანდაზე ცუდი ფეხბურთელი არ მინახავს ჯერ და რაც შეეხება მარცხენა მცველს,საერთოდ რატო გადაირივნენ ესე ჩემი აზრით ალბას ტრამვის შემთხვევაში უმტიტის შეეძლო მისი შეცვლა მარცხენა მცველზე,ლიონში მშვენივრად იდგა და საერთოდ არაა საჭირო ვიღაც კუტუ ფირპოების მოყვანა მაინც ვერ გაამართლებს